LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე

„არ შევალთ პარლამენტშიო, ნუ შემოვლენ, მე მათ მოვუწოდებ, ნუ შემოვლენ! არცერთი არ შემოვიდეს!“ – მამუკა მდინარაძე

„რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საარჩევნო შედეგები, დაახლოებით, 190 ათასი ხმით გააუმჯობესა“

ბორის ჯონსონი: „საქართველოდან წამოსული სურათი ნათელია – გუშინდელი არჩევნები თბილისში პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ მოიპარა“

„მე მხარს ვუჭერ საქართველოს ხალხს, ვინაიდან ისინი იცავენ თავიანთ თავისუფლებას, უფლებებსა და მომავალს“. - წერს ბორის ჯონსონი.

კოალიცია „ცვლილებისთვის“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

„ჩვენ საკუთარ მანდატებზე ვამბობთ უარს“. - განაცხადა ნანა მალაშხიამ განცხადებაში, რომელიც მან კოალიცია ცვლილებისთვის“ პირველი ოცეულის სახელით გააკეთა.

„მე ვეცდებოდი მერჩია ოპოზიციისთვის, რომ დაეკავებინა მათი ადგილი პარლამენტში, რომელიც მოიპოვეს ბევრი ამომრჩევლის მხარდაჭერის შედეგად, რომლებსაც სჯერათ, რომ ისინი უნდა იყვნენ პარლამენტში“ – მარკეტა გრეგოროვა

ევროპარლამენტარი ოპოზიციას ურჩევს არჩევნების გზით მოპოვებული მანდატები გამოიყენონ.

ნიკა მელია: „ბევრი ალბათ დაიღალა, მძიმე და შრომატევადი დღეები იყო, თუმცა ბრძოლის ეტაპი იყო, ახლა კი ახალი იწყება – ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა; შეგუებას და ამ ქვეყნის დათმობას არავინ აპირებს“

მისი სიტყვებით, დღევანდელი მდგომარეობა სხვა არჩევნებისგან განსხვავებულია და ამით „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ევროპული კურსი მოიპარა.

ალეკო ელისაშვილი: „აღვირახსნილი, რუსული სპეცოპერაცია, „ფეესბეშნიკურ კაგებეშნიკური“ ჩაატარეს და უნდათ ვუთხრათ, რომ კი ბატონო, ვაღიარებთ [არჩევნების ლეგიტიმურობას] – არავითარ შემთხვევაში! ახლა გადამწყვეტი ბრძოლა იწყება…“

ელისაშვილის განცხადებით, ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება.

ცესკო: „წინასწარი შედეგების მიხედვით „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.93%-ით ლიდერობს – 3111 უბნიდან დათვლილია 3109 უბანი, რაც უბნების რაოდენობის 99.936%-ს შეადგენს“

წინასწარი შედეგების მიხედვით მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 11.03% (228 821 ხმა) მიიღო.

ადამ კინზინგერი: „დასავლეთს აქვს შანსი დაიცვას თავი, ან წააგოს კიდევ ერთი ქვეყანა რუსეთთან. სანქციები და ძლიერი მხარდაჭერა ახლავე!“

ამ განცხადებით ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და დასავლეთს სანქციებისკენ მოუწოდებს.

„გულ­წრფე­ლად ვი­მე­დოვ­ნებ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში თქვე­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მომ­დევ­ნო წლებ­ში სომ­ხეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სტა­ბი­ლუ­რად გან­ვი­თარ­დე­ბა და გა­ფარ­თოვ­დე­ბა“ – ფაშინიანმა კობახიძეს არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა მიულოცა

ინ­ფორ­მა­ცი­ას მე­დია სომ­ხე­თის მთავ­რო­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

ირაკლი კობახიძე: „საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელთა განცხადებებმა ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციაზე არ არსებობს, არჩევნები შედგა“

„პირიქით, ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ის იყო კონკურენტული და მთლიანობაში ეს შეფასება ასახავს იმ სურათს, რაც არის მოცემული“.

„არავინ გული არ გაიტეხოს, არაფერი დამთავრებული არ არის, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას… არავის, არ არცერთ ადამიანს, რომელიც აქ ჩანერგილია, რომ ამ ქვეყნის კურსი შეცვალოს, ბიძინა ივანიშვილის თამადობით, ვაფრთხილებთ მას, ეს არ გაუვა“ – მამუკა ხაზარაძე

როგორც არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ხაზარაძემ განმარტა, „გუშინდელი არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მიითვისა და წაართვა ქართველ ხალხს“.

დუგინი: „ქართული ოცნება“ ახლა სტრატეგიაზე უნდა დაფიქრდეს, უნდა ეცადონ, საქართველოს დაუბრუნონ ძველი დიდება, ასევე, დროა დაემშვიდობოთ ქართველოფობ პრეზიდენტს…“

კრემლის იდეოლოგი და პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს „ტელეგრამ“ არხზე ეხმაურება და სამომავლოდ, საქართველოს BRICS-ში გაწევრებაზე საუბრობს.

ხატია დეკანოიძე: „არჩევნები გაყალბდა ტოტალურად, ყველა მეთოდით – ფიზიკურად თუ ელექტრონულად… ივანიშვილის ხელში არჩევნები აღარ იარსებებს, გავიგოთ სად ვცხოვრობთ, ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ!“

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით არჩევნები ტოტალურად, ყველა მეთოდით გაყალბდა.

„როცა კენჭისყრის დღეს ამომრჩევლების აღრიცხვა ხდებოდა, ეს ეჭვს ბადებს იმაზე, თუ რამდენად შეეძლო ზოგიერთ ამომრჩეველს ხმა დაშინების გარეშე და სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე მიეცა“ – ეუთო/ოდირი

ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა განმარტა, რომ კენჭისყრისთვის და არჩევნებისთვის მომზადება კარგად ადმინისტრირებული იყო.
ეუთო/ოდირი - პასკალ

ეუთო/ოდირი: „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება გამოწვევებს და საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებთან“

„გულთბილი მადლობა ქართველ ხალხს“,- განაცხადა პასკალ ალიზარდმა.