LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის“

კახა კალაძე: ეს გამარჯვება პირველ რიგში, სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, სჭირდებოდა ამ ქვეყნის მომავალს, ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი სამშობლოს ეროვნული ინტერესები

კახა კალაძე: ეს გამარჯვება პირველ რიგში, სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, სჭირდებოდა ამ ქვეყნის მომავალს, ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი სამშობლოს ეროვნული ინტერესები

გიორგი კალანდარიშვილი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა – სხვადასხვა გამოკვეთილ საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა მყისიერი რეაგირება, რასაც საარჩევნო პროცესზე და მითუმეტეს შედეგებთან მიმართებაში გავლენა არ ჰქონია

გიორგი კალანდარიშვილი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა - სხვადასხვა გამოკვეთილ საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა მყისიერი რეაგირება, რასაც საარჩევნო პროცესზე და მითუმეტეს შედეგებთან მიმართებაში გავლენა არ ჰქონია

მამუკა მდინარაძე: „უკვე იცით და ცესკოს საიტზეც გამოქვეყნდა მონაცემები, „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა მყარი უმრავლესობა – მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ ამომრჩეველს, თითოეულ ადამიანს, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა მომავალზე“

მამუკა მდინარაძემ მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს, ვინც მომავალზე პასუხისმგებლობა აიღო და მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროპულ, ტრადიციულ და ქრისტიანულ მომავალს.
არჩევნები 2024

ცესკოს მიერ ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ, საქართველოს მასშტაბით, 2 060 412 შეადგინა

„ამ დროისთვის მაღალმთიანი რეგიონების 5 უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება“

„დღეს არის ნამდვილად დიდი ეროვნული, ევროპული გამარჯვების დღე… გაიმარჯვა ოპოზიციამ და დამარცხდა “ქართული ოცნება” – თინა ბოკუჩავა

ბოკუჩავას თქმით, დღეს გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა და „ქართული ოცნება” დამარცხდა.

„2 137 უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი 5-მა პარტიამ გადალახა, საიდანაც „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.943% მიიღო“ – ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი, 2 137 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი, 2 137 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.943% მიიღო, მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებებისთვის 11.197 %-ით, მესამე ადგილზე „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხმების 9,797 % აქვს.

ნიკა მელია: „ქართველმა ხალხმა ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა დაამარცხა… ქართველმა ხალხმა იყოჩაღა“

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, Harris X-ის ეგზიტპოლის შედეგები შეაფასა.

„გილოცავთ საქართველოში რუსული ხელისუფლების დამარცხებას! ხალხის ნება გამოხატულია – ახლა ამ ნებას სჭირდება დაცვა, საქმე ბოლომდე არის მისაყვანი…“ – მამუკა ხაზარაძე Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებზე

მისივე თქმით, ხალხის ნება გამოხატულია.

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მილიონზე მეტი თანამოქალაქე გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის ნამდვილად ნათელ და ევროპულ მომავალს – გილოცავთ!

პრემიერის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის 12 წლის განმავლობაში არცერთი დღე არ ყოფილა იოლი, მაგრამ ბოლო 4 წელი განსაკუთრებულად რთული იყო.

ბიძინა ივანიშვილი: „დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ აქ შეკრებილ საზოგადოებას და მთელს საქართველოს, რომელიც გულწრფელად, ასეთი ერთგულებით მოგვყვება უკვე მეოთხე არჩევნებია… გარწმუნებთ, ჩვენი ქვეყანა უახლოეს ოთხ წელიწადში დიდ წარმატებას მიაღწევს”

აღნიშნული განცხადება ივანიშვილმა, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გააკეთა და ამომრჩეველს მიმართა.

Harris X-ის ეგზიტპოლების თანახმად, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 42% მიიღო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 18%; „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 13%; „ძლიერმა საქართველომ“ – 9%; „გახარია საქართველოსთვის“ – 8%

„მთავარი არხის“ დაკვეთით, Harris X-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, 20:00 საათისთვის 5%-იან ბარიერი 5-მა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა.
არჩევნები 2024

Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 40,9 % მიიღო, „ერთიანობა – ნაცმოძრაობამ“ 16,7 %, მელია-გვარამიას კოალიციამ 16,7 %, „ძლიერმა საქართველომ“ – 10,3% და გახარიას პარტიამ – 8,2 %

Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, 5%-იან საარჩევნო ბარიერს 5 პოლიტიკური სუბიექტი ლახავს.