„საქართველო განვითარების მნიშვნელოვან პერიოდს გადის. ქართულ პოლიტიკაში ნელა, მტკივნეულად, მაგრამ მაინც მკვიდრდება ისეთი აუცილებელი პრინციპი, როგორიცაა პასუხისმგებლობა.”
„იყო წინასაარჩევნო აქცია, მაგრამ ვისთვის უნდა მიგეცათ ხმა, მოწოდებები არ ისმოდა. ამომრჩეველს კითხვა რომ გასჩენოდა, ვის მივცე ხმა - ამაზე პასუხი მთელი დღის განმავლობაში არ იყო“.
„მიუხედავად ამისა, ამ ასობით ზარის მიუხედავად, მათ ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხეს ისეთი თუნდაც ერთი ჩანაწერის გაკეთება, რომ ეს ჩანაწერი თავიანთ მავნებლურ გეგმებში გამოსდგომოდათ.“
„აქცია ორგანიზებული იყო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან და „მის მოსაწყობად ლამის ევროპარლამენტარები და კონგრესმენები ჩამოვიდნენ, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობა არ მივიდა“.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ოპოზიციურ პარტიებზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები ოპოზიციას „შესაბამის ადგილს მიუჩენს“.