„მოგეხსენებათ, 7 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას უკვე გააცნო ჩვენი გუნდის მიღწევები და ამბიციური, თუმცა რეალისტური პროგრამა, რომელიც საოცრად შთამბეჭდავია და უზომოდ სასიხარულოა საქართველოს თითოეული პატრიოტისთვის!“
მისი განცხადებით, ქვეყანამ უნდა დაასრულოს მოჯადოებულ წრეზე სიარული და საბოლოოდ დაიმკვიდროს თავი, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ და თავისუფალმა ერმა, რადგან, სწორედ თავდაჯერებული, საკუთარი ინტერესებით მოქმედი სახელმწიფოთია შესაძლებელი ევროპულ ოჯახში შესვლა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია სხვა არაფერია, თუ არა იმ ყველაფრის უგულებელყოფა, რაც ქართველებისთვის ევროპულ ფასეულობებთან ასოცირდება.
როგორც ის აღნიშნავს, ბოლო დროს, ოპოზიციური პარტიებიდან ხალხის გადინებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, ვინაიდან ისინი ხვდებიან, რომ ოპოზიციის ლიდერებს არა ქვეყნის ბედი, არამედ საკუთარი კეთილდღეობა აინტერესებთ.