LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია: „ნებისმიერ შემთხვევაში, მხარს დავუჭერთ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, იქნება ეს არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ“

„ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყანაში სისტემური ცვლილებები უნდა მოხდეს და ცხოვრება ხელახლა დავიწყოთ“.

თამარ კორძაია: „წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში 22 ხანდაზმულს და 9 თანამშრომელს ჩამოართვეს პირადობის მოწმობები და პასპორტები და წაიღეს „ქართული ოცნების“ ოფისში“

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, „სახელისუფლებო მანქანა უკვე მუშაობს ოპოზიციის და, განსაკუთრებით, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ“.
გრიგოლ ლილუაშვილი

გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის განცხადებაზე – „ეს არის იმ ადამიანების გაფრთხილებისთვის, ვინც ამაშია ჩართული, რომ თუ ისინი გადაკვეთენ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება“

სუს-ის ცნობით, „აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება.

„2025-2028 წლებში სოფლის მეურნეობაში 3 მილიარდი ლარი ჩაიდება“ – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოფლის მეურნეობის სექტორში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, სოციალურ ქსელში წერს.

ბადრი ჯაფარიძე „აწარმოე საქართველოს“ თანადაფინანსებით შექმნილ 500 საწარმოზე: „ეს სრულიად სხვა რამეა“

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „ღამის კურიერში“ „აწარმოე საქართველოს“ თანადაფინანსებით შექმნილ 500 საწარმოზე ისაუბრა.
პატრიარქი

ილია მეორე ვეტერანებს – „მიუხედავად იმისა, რომ ათეისტური რეჟიმის პირობებში ყველაზე ღირსეული და გამორჩეული მამულიშვილნი მოსპეს და გაანადგურეს, ქართულ გენში გმირული სული ვერ ჩაკლეს, თქვენც ამ გენის გამოვლინებანი ხართ“

„ღვთის შეწევნით კვლავაც მაქვს შესაძლებლობა მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღე, რომელიც ყველას ახსენებს თქვენს ღვაწლს“

შალვა პაპუაშვილი: „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად – 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობი, 6-ჯერ გაიზარდა ყურძნის მოსავალი, 4-ჯერ გაიზარდა ღვინის ექსპორტი, 5-ჯერ გაიზარდა მევენახეების შემოსავალი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოთხ წელიწადში ღვინის ექსპორტიდან შემოსავალი 500 მილიონ დოლარს მიაღწევს.

„არაფრის შანსი უკვე აღარ აქვთ, მით უმეტეს 10 დღეში, მით უმეტეს ამ პერსონაჟებს“ – გიორგი გახარია მამუკა მდინარაძის განცხადებაზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მმართველ გუნდს არჩევნები წაგებული აქვს.

მიხეილ სააკაშვილი: ვინც არ იცის, ყვარელში მაქვს ორ ჰექტრამდე ვენახი, სამწუხაროდ, ვენახის დიდი ნაწილი დაისეტყვა, დავრჩით ყურძნის გარეშე და ვალაკიდებული

„26-ში კახეთის და ჩვენი მევენახეობის საკითხიც წყდება!“

გიორგი გახარია: არ მისცეთ ხმა „ოცნებას“, არ მისცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“

„ჩვენ ვიცით, როგორ უნდა იყოს მშვიდობა, ნამდვილი მშვიდობა, ის კი არა, რომელსაც ესენი [ქართული ოცნება] გვპირდებიან“

შარლ მიშელი: „ორივე ქვეყანა [მოლდოვა და საქართველო] თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას“

მიშელის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერები ევროპული საბჭოს ხვალ დაგეგმილ სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსა და მოლდოვაზეც ისაუბრებენ.
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე – „მოგმართავთ ქართული ოცნების 41 ათასზე მეტ წევრს და ამომრჩევლის დიდ უმრავლესობას: ზუსტად 10 დღეში, გვაქვს ისტორიული შანსი გავაცამტვეროთ ოთხივე აგენტურული პარტია“

„26 ოქტომბერს ქუდზე კაცი მშვიდობისთვის, ღირსებისთვის და თითოეული მოქალაქის ბევრად უკეთესი ცხოვრებისთვის!“

„მოვუწოდებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი სხდომაზე გამოცხადდეს… “ – იუსტიციის სამინისტრო ზურაბიშვილის განცხადებაში საარჩევნო შტაბის შექმნასთან დაკავშირებით, კანონდარღვევის ნიშნებს ხედავს

იუსტიციის სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს, რის გამოც ქვეყნის პირველი პირის წარმომადგენელს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იბარებს.

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ამომრჩევლის გასამართლებაზე – „წარმოუდგენელია, ვისაუბროთ ამომრჩევლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, თუმცა ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება და მისცეს ხმა“

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დემოკრატიისთვის პრობლემაა, როდესაც კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედი პარტიები პოლიტიკურად აქტიური არიან.

შალვა პაპუაშვილი: „ერთი მადლობა ვინმეს თუ გადაუხდია ოპოზიციურ-ენჯეურ, ოპოზიციურ-მედიურ ფლანგიდან ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ჩვენ დღეს პირველად გვაქვს იოანე ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოს ტერიტორიაზე?!“

მისივე თქმით, როდესაც იოანე ზოსიმეს ხელნაწერი აუქციონზე გამოვიდა, აღმოჩნდა რომ ოპოზიციასაც ბიძინა ივანიშვილი გაახსენდა, რადგან ეს არის ის ადამიანი, რომლის იმედიც მის მტრებსაც აქვთ, როდესაც საქმე ეხება ეროვნულ საკითხებს.