ივანიშვილის თქმით, 12 წლის წინ გაცემული დაპირება, რომ ბათუმს და მთლიანად აჭარის რეგიონს ერთ-ერთ უმთავრეს პოლიტიკურ ცენტრად და გამორჩეულ საკურორტო კუთხედ აქცევდა, ასრულდა და მოსახლეობა ამას საკუთრი თვალითაც ხედავს.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, მმართველი გუნდი, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მემკვიდრე თუ სატელიტ პარტიებს ჯერ კონსტიტუციით აკრძალავს, შემდეგ კი ომის დანაშაულის გამო, ყველა მოღალატეს კანონის წინაშე მოუწევს პასუხის გება.
„კარგად გახსოვთ, რა ხდებოდა 12 წლის წინ საქართველოში, როდესაც ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, მკვლელობა, წამება, ქონების წართმევა,, ბიზნესის რეკეტი, ამ ქვეყნის ყოველდღიურობა იყო“
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით პრინციპულად გააუმჯობესა მდგომარეობა, რასაც მოწმობს საერთაშორისო რეიტინგებიც.
ბიძინა ივანიშვილისგანცხადებით, მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და ღირსეულად და მშვიდობით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.
პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა და სხვა მიზნობრივი პროგრამების შემოღებას, რომლის შედეგად გაუმჯობესდა ჯანდაცვის ფინანსური ხელმისაწვდომობა.
„მთელმა ქვეყანამ კარგად იცის რას წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი. არავის დავიწყებია საკუთარი მოქალაქეების მკვლელობის, წამების, ბიზნესის და ქონების წართმევის და ათასი სხვა უბედურების მომტანი სისხლიანი მმართველობის 9 წელი და 12 წლის შემდეგ, ბათუმი და მთლიანად აჭარა ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ზღვისპირა კურორტად გადაიქცა
ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი გამოსვლა სწორედ 2012 წლის მოვლენების შეხსენებით დაიწყო, როდესაც პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა უამრავი მუქარის მიუხედავად პოლიტიკაში ჩართვა გადაწყვიტა.
„უამრავი ოჯახი დარჩებოდა შემოსავლის გარეშე, დრამატულად შემცირდებოდა სახელმწიფოს უნარი, დაეფინანსებინა განათლება, ჯანდაცვა, პენსიები, დროულად გაეცა ხელფასები და შემწეობები. სწორედ ეს დგას 26 ოქტომბერს სასწორზე“
„ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდით, რომ ასე თვალნათელი გახდებოდა სიკეთესა და ბოროტებას შორის ზღვარი. დღეს სწორედ ამ ორი ძალის ჭიდილია ჩვენს ქვეყანაში, და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში“
„ქართველი კაცი არასდროს შეურიგდება უსამართლობას და ღირსების აყრას. ჩვენ არ ვებრძვით არავის, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით გვინდა უზრუნველვყოთ ევროპული მომავალი“