LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ხალხმა იცის რომ ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომლის მმართველობის პირობებშიც ქვეყანა და ხალხი დაცულია ყველაზე დიდი უბედურებისგან – ომისგან

ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა შეახსენა. ასევე მან იმ ალტერნატიულ ოპოზიციურ პარტიებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდებიან.

ირაკლი კობახიძე – ოქტომბერში იქნება ჩვენი სრული 4-წლიანი გეგმა წარდგენილი საზოგადოების წინაშე, მათ შორის, თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე იქნება წარმოდგენილი სამომავლო გეგმები

მთავრობის მეთაურის თქმით, თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე იქნება წარმოდგენილი კონკრეტული დაპირებები, რომლებიც შეეხება თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებას.
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე: არ არსებობს სფერო, სადაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სერიოზული პროგრესი არ აქვს – ასეთი შედეგებია მთავარი პრობლემა და სამიზნე მათთვის, ვისაც ჩვენს ქვეყანაში კეთილდღეობა არაფერში სჭირდება, საქართველო მხოლოდ შესაწირ პაიკად წარმოუდგენიათ

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სერიოზული პროგრესი აქვს ყველა მხრივ და სწორედ ეს აწუხებთ არაკეთილმოსურნეებს, რომლებსაც, ეს ქვეყანა მხოლოდ გლობალურ ჭრილში შესაწირ პაიკად წარმოუდგენიათ.

ირაკლი კობახიძე – ვინც სვამს ტოლობის ნიშანს ავტორიტარიზმსა და ევროპას შორის, ადამიანების წამებასა და ევროპას შორის, ომსა და ევროპას შორის, კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და ევროპას შორის, მას არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ ევროპულ ფასეულობებთან

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

ირაკლი ღარიბაშვილი: ის ხალხი, ვისგანაც ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა დაღუპვას გადაარჩინა, საუბედუროდ ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას, ამიტომ 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ მტკიცედ ისე, როგორც ეს გავაკეთეთ 1 ოქტომბერს და ქვეყანა გადავარჩინოთ

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ამიტომ 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ მტკიცედ ისე როგორც ეს გავაკეთეთ 1 ოქტომბერს და ქვეყანა კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ!“

ბიძინა ივანიშვილი: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ომში არა უბედურებას, არამედ, შესაძლებლობას ხედავს – ამ ხალხის ნაწილმა ჯერ 2008 წელს დაღუპა ქვეყანა, შემდეგ კი, ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ საქართველო მეორე ფრონტად აქციოს

ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მზად არის, საკუთარი მოსახლეობის სისხლის ფასად ხელისუფლებაში დაბრუნდეს, ამიტომ, ომში არა უბედურებას, არამედ შესაძლებლობას ხედავს“

ბიძინა ივანიშვილი: კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გამოკვეთით, არცერთი რელიგიური კონფესიის მნიშვნელობა არ დაკნინდება, ჩვენი ქვეყანა სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხს ერთმანეთის რელიგიის უდიდესი პატივისცემა გვაქვს და ასე გაგრძელდება მომავალშიც

მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ ნაბიჯით არ დაკნინდება რომელიმე სხვა რელიგიური კონფესიის მნიშვნელობა, პირიქით, როგორც აქამდე, მომავალშიც ისევე იქნება იქნება დაცული სხვადასხვა რელიგიური კონფესია.

ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას მიმართა: მივესალმები ადამიანებს, რომელთაც ტოლერანტობის, პატრიოტიზმის, ურთიერთპატივისცემის უნიკალური გამოცდილება შექმნეს და ყველას დაანახეს, რომ ამ ქვეყნის შვილები მუდამ ერთად ვდგავართ!

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის თითოეული კუთხე თავისი განსაკუთრებულობით გამოირჩევა, ყველა ერთად კი საქართველოს სიმდიდრეა, მაგრამ ყველაფერზე ფასეული ის ადამიანები არიან, ვინც ამ ქალაქებსა და სოფლებს სიცოცხლით ავსებენ.

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში პირველად, გვაქვს 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა, რაც განვითარების მთავარი საწინდარია, ეს კი წლების განმავლობაში თქვენ მიერ „ქართული ოცნებისათვის“ გამოცხადებული ნდობის შედეგია

როგორც ივანიშვილმა შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა, „ქართული ოცნების“ გუნდი, წარმატებების მიღწევის მიუხედავად შეჩერებას არ აპირებს და მომავალშიც გააგრძელებს მოსახლეობის განვითარებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას.

შალვა პაპუაშვილი – ძალა, რომელიც გვებრძვის, გაცილებით დიდია ვიდრე უნიათო ოპოზიცია. ეს არის იდეოლოგია, რომელიც მშვიდობის სახელით მოგვიწოდებს ომისკენ, ტოლერანტობის სახელით ებრძვის სარწმუნოებას – ეს არის თანამედროვე ბოლშევიზმი, რომლის სამიზნე რწმენა და ისტორიაა

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყველამ კარგად ნახა, ოპოზიციას თუ როგორი კამპანია ქონდა გაჩაღებული შობის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით, როგორ ებრძვიან ხატებს და როგორ ცდილობენ დედაეკლესიის დაზიანებასა და სახელის გატეხვას.

შალვა პაპუაშვილი – ჩვენი ქვეყანა ნინოს გზას გადის, ეკლიანს და მტკივნეულს. გარედან მართული ოპოზიცია აგრძელებს ქვეყნის რყევას. მათ ძალაუფლება სჭირდებათ იმისთვის, რომ ჩვენს სულში სხვებს ხელები აფათურებინონ, საკუთარ ოჯახში სტუმარი ათავკაცონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილია „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, რომეილც ახალციხეში გაიმართა სიტყვით გამოვიდა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ახალციხეში

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, რომელიც ახალციხეში გაიმართა, სიტყვით გამოვიდა.

11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება

სარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს.

„ევროკავშირმა უკვე თქვა, რომ ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ეს სრულებით იმის გამო ხდება, რომ მთავრობამ გადაწყვიტა დაეწერა ეს კანონი ისე, როგორც ეს გააკეთეს და ეს სირცხვილია“ – ჯიმ ო’ბრაიენი

ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრობს.
ზაალ ანჯაფარიძე

„CIA-ს დირექტორმა ბილ ბერნსმა, МI-6-ის უფროსმა რიჩარდ მურმა ისეთი აღფრთოვანებით ისაუბრეს უკრაინის მიერ განხორციელებულ კურსკის ოპერაციაზე, რომ ბოლო ეჭვებიც გაფანტეს იმაზე თუ ვის მიერ იყო ეს ოპერაცია დაგეგმილი“ – ზაალ ანჯაფარიძე

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, საქართველოს არჩევნებზე დასავლეთი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ხელისუფლებაში მოიყვანოს ის ძალები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით საქართველოს უკრაინაში მიმდინარე ომში ჩააბამენ.