LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

„პრემიერმა დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის“ – ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო მომავალი საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო.

ცესკოს თავმჯდომარემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს 26 ოქტომბრის არჩევნების მზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები იყო.
რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე: „საქართველოს პარლამენტი, ალბათ, ერთადერთია მსოფლიოში, სადაც მმართველი უმრავლესობიდან ყოველ მეორე წევრს პერსონალური ავტომობილი ემსახურება, პერსონალური მანქანების საბჭოთა გადმონაშთი უნდა მოისპოს“

რომან გოცირიძე ეხმიანება პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, საკანონმდებლო ორგანო 60 ავტომობილის ჩასანაცვლებლად 6.7-მილიონ ლარიან შესყიდვას აცხადებს.
შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილი

„პრეზიდენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა  და პარლამენტს არც მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა“ – შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ხელს თავად მოაწერს“

კანონი სრულად 2025 წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედდება.
ანა ბუჩუკური

ანა ბუჩუკური: „გავრცელებული იყო „ფეიკი“ – შალელაშვილი ქმნის პარტიასო, პრეზიდენტიო, გახარიაო, ისაო, ესაო, ტყუილია, ხალხო, ტყუილი.. „ლელოს“ ვუსურვებთ, ისე გადალახონ ბარიერი და შევიდნენ პარლამენტში, რომ არ „განაცდნენ“

„თუ რამე შეიცვლება ჩვენგან გაიგებთ ამ ინფორმაციას, სხვების ტყუილს ნუ ავრცელებთ, ძალიან გთხოვთ“.

„ელჩის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, არანაირი თანხა საქართველოს ბიუჯეტში საფრანგეთის ბიუჯეტიდან არ შედის“ – შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ელჩს

„არანაირი პირდაპირი დაფინანსება საფრანგეთიდან არ არსებობს, ამიტომ ცოტა გაუგებარია რას ეხებოდა ეს კომენტარი“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„მათი ქცევა არის შანტაჟი საქართველოს წინააღმდეგ“ – მიხეილ ყაველაშვილი ელჩებზე

„შევახსენებ საზოგადოებას ელჩების დემარშს - ყველა ელჩი იყო იქ, გერმანიის ელჩი, ევროკავშირის ელჩებიც, რომელთაც იუსტიციის მინისტრს დემარში მოუწყვეს იმის გამო, რომ ითხოვდნენ სააკაშვილის გათავისუფლებას“ - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს – რაზე ისაუბრეს მარკ კლეიტონმა და ირაკლი კობახიძემ შეხვედრაზე

პრემიერი, ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა. ელჩი საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

„ეს ქვეყანა არასოდეს იყო და არასოდეს იქნება პრორუსული“ – პრეზიდენტი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე

„ეს ქვეყანა არასოდეს იყო და არასოდეს იქნება პრორუსული“ - პრეზიდენტი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე

შერაზ გასრი: საფრანგეთი საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირ დახმარებას დროებით აჩერებს

„საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეატრიალოს კურსი, რათა დავუბრუნდეთ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა. ესე იგი, გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა ყველა სფეროში“

„ევროპა დღეს ჩვენი ხსნაა, ეს გზა აუცილებლად ასარჩევი გვაქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ მსოფლიო მოგვისმენს და ჩვენი ხალხი, ვისაც ეჭვი ეპარება, გამოფხიზლდება“- დაფუძნდა ახალი სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპა“

სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებლები დამფუძნებლები ხათუნა ლაგაზიძე, ლელა ჯეჯელავა, გიორგი რუხაძე, ლაშა ძებისაშვილი და ივა ჭყონია არიან.

„ამ 30 მილიონით ჩვენს ქვეყანას დააჩოქებთ? ძალიან ცდებით, ბატონო ჰერჩინსკი… 30 მილიონი ჩვენმა ერთმა ღირსეულმა მოქალაქემ ფეხბურთელებს აჩუქა…“ – ზარქუა ევროკავშირის ელჩს

„დასაჯო საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი მაგარი ბიჭები, თავდაცვის უწყება, სამხედრო პირები იმის გამო, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის მიერ მიღებული კანონი არ მოგწონს. რატომღაც დაავიწყდათ, რომ ეს მაგარი ბიჭები მსოფლიოს უსაფრთხოების პროგრამებში მონაწილეობდნენ“ - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
გიორგი გახარია

„ნატო-ს ვაშინგტონის სამიტმა, პირველად 2008 წლის მერე, არ ახსენა საქართველო გაწევრიანების კონტექსტში – მმართველი პარტია პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის“ – გახარია

ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში არ არის ჩანაწერი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

ბაია პატარაია: „აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე დაგვიდასტურეს, რომ 30 ადამიანს უკვე ჩაბარდა დასანქცირების შესახებ შეტყობინება – პროცესი გრძელდება“

როგორც მან ჟურნალისტებთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ანტიამერიკულ, ანტიევროპულ განცხადებებს საქართველოს მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები მოჰყვება, მაგრამ თუ საქართველო ისევ გააგრძელებს პროდასავლურ კურსს, შეჩერებული პროექტები აღდგება.

ნინო წილოსანი: „2008 წელს NATO-ს სამიტზე გაკეთებულ განცხადებას, დადასტურებულად არა, მაგრამ არაერთი შეფასებით, 2008 წლის საომარი პროცესები მოჰყვა – ვისურვებთ, რომ ნებისმიერი ჩანაწერი არ იყოს პროვოკაციული და შეიცავდეს მინიმალურ რისკებს“

„ჩვენ NATO-ს წევრი ქვეყნებისგან განსხვავებით, განცხადებებში ყოველთვის უფრო ფრთხილი ვიქნებით და ჩვენს პარტნიორებს ვთხოვთ, მათი მხრიდან დამოკიდებულება სწორედ ამ მოცემულობის გათვალისწინებით იყოს შეფასებული”.