„ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ შეიზღუდება და შევეცდებით, რომ საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისკენ და მედიისკენ მივმართოთ“ - ამბობს ევროკავშირის ელჩი.
„ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების განზრახვა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი აშკარად უკუსვლაა 9 ნაბიჯისგან“
„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ასე იქნება და ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ დავიწყებთ მუშაობას, მოვასწრებთ, რათა საქართველო იყოს ევროკავშირის შემდეგი დიდი გაფართოების ნაწილი“.
„მგონია, რომ არჩევნებზე ნაღალატევად გასვლა არ ღირს. „ნაცები“ „ნაცებში“ უნდა შევიდნენ, „ქოცები“ „ქოცებში“ და ხალხი არ მოვატყუოთ“ - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ბანკების მოგებები შესამცირებელია. სულ მცირე, ათჯერ და ეს გააიაფებს კრედიტებს, აგვაცილებს თავიდან ამ ტრაგიკულ საბანკო დავალიანების გადაუხდელობას, რომელიც ადამიანებს ქუჩაში ტოვებს ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე“ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
„გვაქვს პრეზენტაცია, რომელსაც ექნება ყრილობის კომპონენტი და გამოვაცხადებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პარტიისთვის, კამპანიისთვის, გამარჯვებისთვის“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ქართული ოცნებისეული“ გამოცდილებითაც კი, რეკორდულად საშინელი საკითხია. საქართველოში ომი არ იქნება და თუ ჩვენ ამას ვაცნობიერებთ, თუ ეს დანამდვილებით გვინდა, გარანტირებული ვიყოთ, მაშინ დაცულები უნდა ვიყოთ“ - ამის შესახებ „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
„ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა, გაუგებარი არ არის - ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს გარკვეული პირებისგან, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრებისგან და ამიტომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა” - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა.
„მმართველი გუნდის ბრალეულობა მხოლოდ ერთი რამეა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობა შეინარჩუნა და ამ ქვეყანაში უკრაინიზაცია არ მოხდა. დანარჩენი, ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ მიმართული ბრძოლაა“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ჩვენთვის გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას უკავშირდება, მეორე მხრივ, ხაზს გავუსვამ იმას, რომ თავდაცვის სამინისტროს და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი, სადაც ინტენსიურად ვმუშაობთ, ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება“ – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამ ყველაფერში თქვენ ხართ ის ჯარისკაცები, რომლებიც ამ ქვეყანას ახალ ეტაპზე გადაიყვანენ, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და მჯერა, რომ ჩვენ აქ არ გავჩერდებით, ჩვენ უკან არ წავალთ, ჩვენ წინ მივდივართ, თქვენ ხართ წინა ფლანგზე, წინა ფრონტზე და მოგილოცავთ ყველას წინასწარ“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
გრიგოლ გეგელიამ ხელისუფლებას მოღალატე უწოდა, რომელმაც აშშ-ის მიერ მონიჭებული შესაძლებლობების გამოყენებას „რუსული კანონი“, თეირანში სიარული და ჩინეთთან ბუნდოვანი სტრატეგიული შეთანხმების დადება ამჯობინა“.
ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმატებით ასპარეზობას და მათთვის ფონდი „ქართუს“ მიერ გადაცემული ფულადი ჯილდოს საკითხს ეხმაურება.