LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაცია

ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას“ - წერია განცხადებაში.
თენგიზ შარმანაშვილი

თენგიზ შარმანაშვილი: „დაინტერესებული ვართ ხანგრძლივი მშვიდობით ჩვენს რეგიონში, რადგან რაიმე ტიპის საომარი ხანგრძლივი ესკალაცია არ შეიძლება მისასალმებელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის“

„ჩვენ დაინტერესებული ვართ ხანგრძლივი მშვიდობით ჩვენს რეგიონში, რადგან რაიმე ტიპის საომარი ხანგრძლივი ესკალაცია არ შეიძლება, მისასალმებელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის“ - თქვა თენგიზ შარმანაშვილმა.

ახლო აღმოსავლეთში ვითარებას ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით – ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს ოფიციალური რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს
ირაკლი კობახიძე

„ბრიტანული სანქციები რომ დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული, უტყუარად მოწმობს ადგილობრივი უცხოური აგენტების „მესიჯბოქსი“, რომლითაც ისინი სანქციებს დებატებიდან თავის არიდების საფუძვლად აცხადებდნენ“ – ირაკლი კობახიძე

მისი თქმით, ამ შემთხვევაში, მედიის თავისუფლების ხელმყოფისა და დებატების ჩამშლელის როლი არა ნიკა გვარამიამ, არამედ უშუალოდ ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: დიდმა ბრიტანეთმა ორ წამყვან ქართულ მაუწყებელს სანქციები დაუწესა, რაც თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითია. ეს ფაქტი, ერთი მხრივ, ტრაგიკულია, ხოლო, მეორე მხრივ, კომიკურიც, გამომდინარე ოფიციალური მიზეზიდან, რომელიც სანქციის დაწესების საბაბად იქნა გამოყენებული

 „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს  განცხადებით,   ქართულ მედიებზე  - „იმედსა“ და „პოსტივიზე“ თავდასხმის რეალური მიზეზი  ოპოზიციისთვის მცირე შანსის მიცემაა.
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: გასულ დღეებში წარმოჩინდა, ვინ არის ხალხის ლეგიტიმაციით აღჭურვილი ქართული ძალა და ვინ იღვწის ხელისუფლებაში მოსახვედრად, რათა უცხოელი პატრონების მანკიერ ინტერესებს ემსახუროს

პრემიერის თქმით, ბუნებრივია, თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმის რეალური მოტივი დისკრედიტებული, ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შესანარჩუნებლად მცირეოდენი შანსის მიცემა იყო.
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბრიტანული სანქციების საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებას ბრიტანეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებში ცვლილებები არ ექნება, მათ შორის არ მოხდება არც ელჩის ქვეყნიდან გაძევება

„ელჩი თვითონ ხომ არაფერს წყვეტს, ელჩი ტრაგიკულ მდგომარეობაშია.“

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, საქართველოს მიმართ აშშ-ის დღევანდელი დისტანცირებული პოზიცია ალოგიკურია – დამოკიდებულების ცვლილება დაადასტურებს, რომ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა გულწრფელი და რეალურია

განცხადების თანახმად, მმართველი გუნდი კვლავ ინარჩუნებს იმედს, რომ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ აშშ-ის პრეზიდენტის დაანონსებული ბრძოლა ტრამპის გამარჯვებით დასრულდება.

„ვერავითარი სანქცია ეროვნულ მაუწყებელს ვერ აიძულებს, სიმართლის თქმაზე და ქართული საზოგადოების ინფორმირებაზე თქვას უარი. ვერავინ საქართველოში მართალ სიტყვას ვერ ჩაახშობს“ – ირაკლი კობახიძე

„ბუნებრივია, თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმის რეალური მოტივი დისკრედიტებული, ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო“
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი – შეუძლია მეზობელს თქვენთან მოვიდეს და გითხრათ: „ეს რომელი ჭიქა აიღე? სხვა ჭიქა აიღე!“ – ბიჭო, ნუ შემოვლენ, ნუ შემოგვივარდებიან ოჯახში და ნუ დაიწყებენ, რომ „ასე გააკეთე და ისე გააკეთე“

„ჩართოს ბატონმა ჯო უილსონმა ტელევიზორი და ნახავს გერმანიის კანცლერს, რომელიც ახლა იმყოფება ჩინეთში და ძალიან გახარებულია და კარგი შეხვედრები აქვს“
რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე: კანონით იკრძალება რაიმეს ერქვას ბანკი, გარდა ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საფინანსო ინსტიტუტისა

„იმედის“ ბანკის შექმნა აბსურდია, რომც უნდოდეს ეროვნულ ბანკს, ამას ვერ იზამს, რადგან ეს „ბანკი“ ვერ გაივლის შესაბამისობის კრიტერიუმებს - ეს კანონის მოთხოვნაა, - წერს გოცირიძე.
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი ჯო უილსონის მიერ კანონპროექტის ინიცირებაზე – სიმართლე გითხრათ, დაგვღალა უკვე ამ ადამიანმა თავისი მრავალსერიანი საპნის ოპერით – როგორც ჩანს, ეს მისი ჰობია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ანგარიშის მომზადებას საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ

შალვა პაპუაშვილი: 35 წელია გაგვიცნეს, ჩამოვიდნენ, ხინკალიც ჭამეს, ხაჭაპურიც, ქართლის დედასაც შეხედეს, ვეფხისტყაოსნის ორი სტროფი წაიკითხეს და გონზე არ არიან, ვისთან აქვთ საქმე, რომ შეიძლება ქართველ ხალხს უთხრან, ვიზა გინდა თუ თავისუფლებაო?!

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი საქართველოს აშანტაჟებს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს „ღირებულებით უფსკრულს“, რომელშიც, მისი შეფასებით, აღნიშნული ორგანიზაციის დღევანდელი მმართველები არიან.

„უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით „იმედის ბანკი“ – ტელეკომპანია „იმედის“ განცხადება

მათივე ცნობით, „ტელეკომპანია „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა“.

„ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს – მოლაპარაკებები გრძელდება დემოკრატიულ უკუსვლასა და უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების სანქციების საკითხზე“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ ქართველი ოპოზიციონერებისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.
საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყებაში დიდი ბრიტანეთის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

უწყების ცნობით, მაკა ბოჭორიშვილის მხრიდან აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის თუ იურიდიული პირებისთვის სანქციების დაწესება ჩრდილს აყენებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პარტნიორობას.