LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

გიორგი პატარიძე: ,,2012 წლამდე პატიმრების კვებაზე, დაახლოებით, 24 მილიონ ლარამდე იხარჯებოდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 67 მილიონ ლარზე ცოტა მეტს შეადგენს“

მისი განცხადებით, თუ 2012 წლამდე მსჯავრდებულთა კვებაზე წლიურად 24 მილიონ ლარამდე იხარჯებოდა, დღეს ეს თანხა 67 მილიონ ლარს აღემატება.

ირაკლი კობახიძე: „მშვიდობის დაცვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, ერი, რომელსაც არ ახსოვს თავისი გმირები, უკეთეს მომავალს ვერ ააშენებს, ამიტომ სახელმწიფო დგამს ნაბიჯებს მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად“

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი განცხადებას ავრცელებს

ადვოკატის თქმით, 19 ოქტომბერს წინასასამართლო სხდომა იწყება, სადაც იწყება სამართლებრივი დავა, რომელიც სამართლიანი, მიუკერძოებელი, პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი სასამართლოს პირობებში, აუცილებლად გამამართლებელი განაჩენით უნდა დასრულდეს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კეთილმეზობლურ, მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორობას.

შალვა პაპუაშვილი: ყველაფერს ხაზი გადაუსვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთმა განცხადებამ, გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა, გამოგვაცხადა პირველყოფილ წყობილებად, ალბათ, ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ – ეს სირცხვილი მალე უნდა ჩამოირეცხონ

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ევროკავშირის ეს შეფასება, საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკასთან შედარებითაც კი სამარცხვინოა.

მაკა ბოჭორიშვილი: ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი მკაფიო დასტურია, რომ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერის საკითხი ეუთოს დღის წესრიგშია – გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია

მაკა ბოჭორიშვილის ცნობით, შეხვედრისას რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, საქართველოს გამოწვევებსა და ორგანიზაციის როლზე ისაუბრეს.

ირაკლი კობახიძე – გასულ ათწლეულში ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები 7 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე განხორციელდა, 2030 წლისთვის ჩვენი მიზანია, მსგავსი სამუშაოები, სულ მცირე, 20 000 ჰექტარზე ჩავატაროთ

„მსოფლიოში აღწერილი ხორბლის 27 სახეობიდან 14 საქართველოში გვხვდება, მათ შორის ხუთი ენდემური სახეობაა“, - თქვა პრემიერმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას

გრიგოლ გეგელია – მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიიღონ ზომები, რათა არ დაუშვან ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოში პროევროპული პოლიტიკური პარტიების დასამარება

„ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები მოწმობს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ქართველ ხალხს,“
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – საქართველო ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს, ჩვენი პრიორიტეტია, რომ ეკონომიკური ზრდის შედეგები სოფლისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობაზეც აისახოს

პრემიერის თქმით, საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს. 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა.

ირაკლი კირცხალია: მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2 000, 3 000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?!

„რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი გვინდა გავაკეთოთ. მაგრამ არ არსებობს ერთ დღეში მოგვარდეს“

„ოპოზიციის ალიანსი“ 25 ოქტომბერს საპროტესტო აქციას აანონსებს

როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, ისინი 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან.