LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

ფრაქციამ „საქართველოსთვის“ BBC-ის რეპორტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, პარლამენტში დადგენილების პროექტი შეიტანა

როგორც გიორგი შარაშიძემ განაცხადა, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე უნდა გამოიკითხონ, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური.

ირაკლი კობახიძე: „მათთვის, ვინც მომდევნო წლიდან უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარებს, სწავლა იქნება უფასო – ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა“

ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილი: მართლაც მნიშვნელოვან საგამოძიებო კომისიაში გახარიას პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო, ახლა კი სურთ, შექმნან კომისია, რომელიც უნდა იძიებდეს, თუთიყუშს ბუმბული მართლა გასცვივდა თუ არა

მაჭარაშვილის თქმით, ეს ინიციატივა ნიშნავს, რომ მათ უბრალოდ სურთ, როგორმე პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივონ.
ირაკლი კუპრაძე

ირაკლი კუპრაძე: „დრო ჩვენ კი არა, თქვენთვის აითვალეთ, ვინც ქართველ ხალხს ქიმიური ტერაქტი მოუწყვეთ, ესაა ტერორიზმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ასი ათასობით ადამიანის მოწამვლა“

ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ 3 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, თუ პარტიები ალეკო ელისაშვილს ორშაბათამდე არ გარიცხავენ, „ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები გახდებიან”.

ორშაბათამდე კიდევ არის დრო ALDE-სა და „ლელოსთვის“, რომ უკვე ფორმალურადაც არ გახდნენ ტერორისტთან თანამშრომლობაში მყოფი პარტია – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ლელო-ძლიერ საქართველოს“ და ALDE-ს ჯერ კიდევ აქვთ დრო, რომ არ გახდნენ „ტერორისტთან თანამშრომლობაში მყოფი პარტია“.
ფრაქცია „საქართველოსთვის“

ფრაქცია „საქართველოსთვის“ BBC-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს

„BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტი” გამოიყენეს,“

„ქართული ოცნება“ – კანონისა და წესრიგის ინდექსის მიხედვით საქართველო სახელმწიფოებს შორის მსოფლიოში მე-19 ადგილზეა და ევროკავშირის წევრ მხოლოდ 4 ქვეყანას ჩამორჩება

ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

„ეს კვირა აქვთ დრო, თუ ალეკო ელისაშვილს არ გარიცხავენ, ორშაბათიდან „მოქალაქეები“, „ძლიერი საქართველო“ და „ალდე“ ოფიციალურად გახდებიან ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები“ – შალვა პაპუაშვილი

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე: „ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება „კამიტი“, „ნაცმოძრაობის“ დროსაც კი არ შეუძენია შსს-ს ეს ნივთიერება“

პრემიერი BBC-ის საგამოძიებო მასალას გამოეხმაურა.

გასულ წელს, მასწავლებელთა ხელფასი საშუალოდ 500-ლარით გაიზარდა, შესაბამისად, მომდევნო წელს ეს გათვალისწინებული აღარ არის – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, 2026 წელს გათვალისწინებულია იმ ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების ზრდა, რომლებსაც იმავე მოცულობით არ გაზრდიათ 2024 და 2025 წელს.

„რა ურთიერთობის აღდგენაზეა საუბარი, როდესაც გვყავს ე.წ. მთავრობა, რომელიც ოკუპანტს „ოკუპანტს“ არ უწოდებს?“ – ტატა ხვედელიანი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსეთის საგარეო უწყების განცხადება შეაფასა.
გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი: „ჩვენ დეოკუპაციას ვუჭერდით და მომავალშიც მხარს დავუჭერთ და იმედი გვაქვს, რომ მშვიდობიან ფორმატში მოვახდენთ თანაცხოვრებას აფხაზ და ოს ძმებთან“

„რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება ნაბიჯები გადადგმული, რომ ის იდეა იქნეს მიღწეული, რასაც ერთიან თანაცხოვრება ჰქვია” - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციები: „მოვითხოვთ, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას – რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ“

„უახლოეს დღეებში ჩვენ მივმართავთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოში მოვლენილ იქნენ შესაბამისი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მქონე ექსპერტთა ჯგუფები, რათა ამ დანაშაულებრივ სქემას ბოლომდე აეხადოს ფარდა“ - წერია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე: BBC-მ იკადრა ტყუილი, ნივთიერება „კამიტი“ საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული

დეტალური ინფორმაცია გავუზიარეთ თავის დროზე მათ, თუმცა მამა-შვილი ჩახუნაშვილების განცხადებას დაეყრდნენ - აცხადებს პრემიერი.

შს მინისტრი: „აქციების დროს არანაირი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება არ ყოფილა შსს მხრიდან გამოყენებული – რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში „იჭორავა“ და ამაზე რაღაცა პროცესები აიგო“

გელა გელაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2009 წელს რამდენიმე ნივთიერება შეისყიდა, თუმცა არა „კამიტი“