„ნებისმიერი შანტაჟის მცდელობა და ევროკავშირთან დაკავშირებული განცხადებები ელჩად წოდებული ფიშერისა, რა თქმა უნდა არის დეზინფორმაციული და ქვეყანაში მხოლოდ შფოთის შემოტანის მცდელობაა“ - ამბობს გორდულაძე.
„ერთწლიანი უწყვეტი საპროტესტო აქციების გაშუქებისას, მიზანმიმართული ფიზიკური თავდასხმების, ცრემლსადენი აირის სპრეისა და წყლის ჭავლის გაშვების შედეგად, მძიმედ დაშავდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა ათეულობით ჟურნალისტსა და ოპერატორს“ - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საქართველო განსაკუთრებული შეტევის და შანტაჟის ობიექტია. ჩვენ მათი გარკვეული სრულიად უხამსი მოთხოვნები არ შევასრულეთ, თუნდაც, მათ შორის, ოჯახური ღირებულებების კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით და ამის ფონზე გარკვეული შანტაჟი, რა თქმა უნდა, ალბათ, ლოგიკურია“ - ამბობს ნინო წილოსანი.
„გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ამ ადამიანების გულწრფელი პროტესტი მიწასთან გაასწორეს და გვირგვინი დაადგეს 4 ოქტომბრის პროვოკაციის სახით“ - განაცხადა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა.