არასასიამოვნო ფიქრებისგან განთავისუფლების საუკეთესო საშუალება - გამოგონილ სამყაროში მოგზაურობაა, როცა დადებითი ენერგიით დამუხტვაც შეიძლება და ნაკლებად სასიამოვნო რეალობის დროებით დავიწყებაც
თამარ გაგოშიძე ამბობს, რომ თვითიზოლაციის პერიოდს აქვს გარკვეული დადებითი მხარეები და ეს საინტერესოსთან ერთად შეიძლება ერთგვარი სასარგებლო გამოწვევაც იყოს.
არსებულმა ვითარებამ ბევრ ოჯახში მოიტანა ფინანსური პრობლემები, დაკარგეს სამსახურები. ზოგიერთი მოზარდისთვის კი გაუგებარია, რატომ ვერ აკმაყოფილებენ მათ სურვილებს მშობლები.