LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალი

„მისთვის ეს [ღალატი] ცნობილი შემთხვევის დღეს გახდა, როდესაც მან გარდაცვლილი მეგობრის და მეუღლის საუბარი მოისმინა“ – რას ამბობს გურჯაანში მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებულის ადვოკატი

ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულმა საკუთარი ადგილსამყოფლის შესახებ 112-ს თავად შეატყობინა.

„ახლაც რომ ცოცხლები იყვნენ, კიდე ერთხელ მოვკლავდი“ – ცოლისა და 2 მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა

თელავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე აღკვეთის სხდომაზე ზვიად ზურაბაშვილმა მოსამართლეს მიმართა და თქვა, რომ მეუღე ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, რადგან ფიქრობს, რომ ამ გარდაცვლილმა ქალმა მის „მეგობრებთან ურთიერთობა დაიჭირა“

დააკავეს პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში, 52 ადამიანს უხარისხოდ აშენებული ბინები გადასცა

შპს „თორი“-ს დამფუძნებელმა თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა და დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ საცხოვრებელი ფართები სარგებლობაში გადასცა.

„17 წლის შვილს აიძულებდა, რომ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერვე შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო“ – დაზარალებულის მამას პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

პროკურატურის ინფორმაციით, დაზარალებული ქორწინებისგან თავის არიდების მიზნით ქვეყნის დატოვებას შეეცადა

იუსტიციის სამინისტროს ეზოში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

როგორც რადიო „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

თუშეთში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა – თვითმხილველების ინფორმაციით, სოფელ დართლოში „ჯიპის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სიმაღლიდან გადავარდა

თუშეთში, ავარიის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.

ფონიჭალაში ორ ადამიანს სავარაუდოდ ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს – მისამართზე, სადაც შემთხვევა მოხდა, ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) ცხოვრობს

გავრცელებული ინფორმაციითვე, აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს საპატრიარქოს მიერ მღვდელმსახურება შეჩერებული ბერი ნიკოლოზი.

ხაშური-ბორჯომის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

გავრცელებული ინფორმაციით, ხაშური-ბორჯომის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
გიორგი კავლელაშვილი

„20 წლის მერე ვინ მომიყვანს ჩემს შვილს? 20 წლის მერე ეს გამოვა და მზეს დაინახავს“ – რას ამბობს ვარკეთილში, მეუღლის მიერ მოკლული ქეთევან ედიბერიძის დედა ბრალდებულისთვის 20-წლიან პატიმრობის მისჯაზე

გიორგი კავლელაშვილი დღეს სასამართლომ მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენის ნაწილში გაამართლა.