LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალი

ბათუმში კაცი დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 
ლაშა რუხაია

„ბიძინას ლიკვიდაცია ვის რა ჯანდაბად უნდოდა? უაზრო კითხვები იყო, სიცილის მეტი არაფერი მიკეთებია“ – ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ლაშა რუხაია გამოიკითხა

„მსოფლიო ჩემპიონატზე მგონია თავი, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მიბარებს სუს-ი“.

ახალი დეტალები კახეთში მომხდარი მკვლელობიდან – მედიის ცნობით, ორ თანასოფლელს 32 წლის მამაკაცმა ესროლა

სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რა დროსაც 32 წლის კაცმა თანასოფლელებს იარაღიდან ესროლა.

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე კონსტანტინე ჯღამაია იკითხება: „არანაირი კვეთა, ნაცნობობა, არანაირი ურთიერთობა ამ ადამიანებთან არ გააჩნია“

ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ფაქტებზე სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, სასამართლოში ჩვენებას უკრაინაში ყოფილი მებრძოლი, კონსტანტინე ჯღამაია აძლევს.

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 28 ივლისამდე – სინოპტიკოსების პროგნოზი

28 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი - ამის შესახებ ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სუსი: „ვიძიებთ უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს“

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს“ - ამის შესახებ ნათქვამია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

ორი გარდაცვლილი და ორი დაშავებული – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარალში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარალში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არსებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.

შსს: ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში მოქალაქე ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა, მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული – ამოღებულია დანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა.

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი: „გამოკითხვისას საუბარი იყო ივანიშვილისა და „ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე“

„ჰკითხეს, თუ ჰქონდა კომუნიკაცია ისეთ ადამიანთან, როგორიც არის მამულაშვილი და ეგეთ ადამიანებთან. ძირითადად მათთან, ვინც უკრაინაშია და ხომ არ აქვთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ურთიერთობები სხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის წევრებთან.“

კახა წიქარიშვილი: გასაგები იყო, რომ ია-ვარდებით არ დამხვდებოდნენ, მაგრამ ასე ოპერატიულად თუ დაბლოკავდა კლანი საკითხს, არ მქონდა გათვლილი – სისტემამ აირჩია გზა თავის დასაცავად

„ასეთი ფორმა აარჩია კლანმა, რომელიც ჩვენს სასამართლოს სისტემაშია“

მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საპატრულო ეკიპაჟთან შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის საქმეზე პროკურატურამ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„კაიფში“ ვიყავი, ჩხუბი ელემენტარულზე დავიწყეთ – მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს, გონს რომ მოვედი, ზუგდიდში ვიყავი“ – ექსპერტის ინფორმაციით, ლილოში მოკლული 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის საფეთქლიდან დანის წვერია ამოღებული

„როგორ მოვკალი არ მახსოვს, მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს, გონს რომ მოვედი, ზუგდიდში ვიყავი, დანა ზუგდიდში არ მქონია, სისხლიანი ტანსაცმელი ნაგავში გადავაგდე“ - ამ სიტყვებით 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ავტორს, სოფიკო ყორიაულს სასამართლო პროცესზე მიმართა.

შსს: „თბილისსა და რეგიონებში ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა… დაკავებულია 9 პირი – დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს” - ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში რომელსაც შსს ავრცელებს.
დაკავება

„ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა“ – ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.