LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალი

„განადგურებული ვარ! თუ ჩემი შვილის რაიმე სახის ბრალეულობა დადასტურდა, კანონის წინაშე აუცილებლად მკაცრად პასუხს აგებს!“ – აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნის შვილი ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით დააკავეს

გამოძიების ვერსიით, პირველ მარტს, ორმა პირმა პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანა და მდინარის პირას ე.წ. „ლოკაციებზე“ გასაღების მიზნით განათავსა.

„არასრულწლოვან გერებს და მეუღლეს ძალადობით და მუქარით ნაგვის ურნებში მუყაოსა და პლასტმასის ყუთების შეგროვებას და გაყიდვას აიძულებდა, მიღებულ თანხას კი ისაკუთრებდა“ – პირს 15 წლით პატიმრობა განესაზღვრა

„ბრალდებული არასრულწლოვნებზე სახელმწიფოს მიერ ყოველთვიურად გაცემულ ფულად დახმარებას ითვისებდა და განკარგავდა“. 

სოფელ ველისციხეში ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გამოძიების ეტაპზე ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შედეგადაც დანაშაულის ჩადენის დროს შეზღუდულად შერაცხადობა დაუდგინდა.

„მოვითხოვთ თანაბარ პირობებში ჩააყენონ A და B კატეგორიის მძღოლები“ – ტაქსის მძღოლებს სასამართლოში სარჩელი შეაქვთ

როგორც მძღოლებმა აღნიშნეს, საქმე ეხება ავტობუსის ზოლში გადაადგილების უფლების მოპოვებას. აპლიკაციით დასაქმებულების ინფორმაციით, თბილისში ყველა ტაქსის ავტობუსის ზოლში მოძრაობა უნდა შეეძლოს.

ჩხოროწყუს მერთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი დააკავეს

გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 10 პირი დააკავა, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ბელარუსის და ისრაელის მოქალაქეები.

„მეუბნებიან, რომ ვითომ ჩემი გოგოა წასული.. 13 წლის გოგო როგორ წავიდა, თუ ასე იყო, მოაბრუნონ“ – რას ამბობენ ოჯახის წევრები არასრულწლოვანი მოზარდების შესაძლო დაოჯახებაზე

რაც შეეხება არასრულწლოვანი ბიჭის ოჯახის წევრებს, მათი თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არასრულწლოვნებს შორის სასიყვარულო ურთიერთობა იყო.

„სქესობრივი კავშირი მობილური ტელეფონით გადაიღო და ქალის ოჯახის წევრს გადაუგზავნა“ – პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

დანაშაულში მხილებულ ორივე ბრალდებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის ბრალდება წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

„15 მილიონ დოლარამდე დაუსაბუთებელ შემოსავალს კანონიერი სახე მისცეს“ – უცხო ქვეყნის 5 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს

„ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

„თავის ოქროს დაბადების დღეს იქ შეხვდება“ – ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი 28 მარტს ჩაინიშნა

ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ ბრალდებულად ცნო სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლემ მას გასული წლის 25 სექტემბერს 1,6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.