LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალი

შატალოვას საქმეზე დაკავებულის ჩვენება: მითხრა „შარში ვარ, ჩემმა მეგობარმა, ბექა ლატარიამ ვიღაც ქალს იარაღი ესროლა“

„კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ბიძინა ხასიას მონაყოლის შემდეგ პოლიციისთვის არ დამირეკავს, რადგან ბიძინა ჩემი მეგობარია, რის გამოც იგი შემეცოდა და ვერ დავურეკე, სხვა რაიმე საქმის შესახებ არ ვიცი,“ - ნათქვამია ჩვენებაში.

შატალოვას მკვლელობისთვის ბრალდებულები აცხადებენ, რომ დაკავების დროს და განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, სამართალდამცავებმა მათზე ფიზიკურად იძალადეს

საქმის პროკურორის თქმით, ბრალდებულების ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიება დაწყებულია.

მედიაში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმიდან ამოღებული ფოტომასალა ვრცელდება

სათვალთვალო ვიდეომასალით გადაღებული ფოტოები საქმის მასალებში დევს და არსებული ინფორმაციით, აღბეჭდილია ის მომენტი, როდესაც დაუდგენელი პირი ტერიტორიაზე დამონტაჟებულ განათებებს აზიანებს. 

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს ბრალი წარედგინა

დანაშაული ორი ბრალდებულის შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე, ან უვადო, მესამე პირის შემთხვევაში კი 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მოსკოვმა ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს სამართლებრივი თანამშრომლობა სთხოვა

რუსული მხარე საქართველოს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემას, აუცილებელ სამართლებრივ ქმედებებში დახმარებას, მათ შორის, გარდაცვლილის მამისთვის ცხედრის დროულ გადაცემას სთხოვს.

შს მინისტრის მოადგილე: ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ყველა საჭირო საპროცესო მოქმედება ხორციელდება, რათა დანაშაულის ჩამდენი პირები პასუხისგებაში მიეცნენ

დარახველიძის თქმით, გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მუხლით და პოლიცია ყველა ვერსიაზე, ყველა მიმართულებაზე, რაც შეიძლება ამ საზარელ ფაქტთან იყოს დაკავშირებული, აქტიურად მუშაობს.

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის სახლში, სავარაუდოდ, თბილისში ქალის მკვლელობის საქმეზე, ჩხრეკა მიმდინარეობს

ბერიძის სახლში სამართალდამცავების შესვლა სავარაუდოდ, თბილისში, საბურთალოზე მომხდარ მკვლელობას უკავშირდება.

მოკლული ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქე ანასტასია შატალოვაა – ახალი დეტალები თბილისში მომხდარი მკვლელობის შესახებ

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლული ქალი ანასტასია შატალოვაა და იგი ბათუმის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს სამართლებრივად ედავებოდა იმის გამო, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, მათ საერთო შვილს არ ანახებდა.

13 წლის ბავშვის ჩვენების თანახმად, 53 წლის ბაბუამ 5 წლის განმავლობაში მასზე 100-ზე მეტჯერ იძალადა

მათივე ცნობით, ირკვევა, რომ ბავშვს ბაბუა საკუთარ ლოგინში, სადაც ასევე მის ტყუპისცალ დას ეძინა, წლების განმავლობაში აუპატიურებდა.

„ბაბუა მცირეწლოვან შვილიშვილს ძალის გამოყენებით სისტემატურად აუპატიურებდა“ – პროკურატურა პატიმრობას ითხოვს

პროკურატურამ ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა.