LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალი

რუსთავის ციხეში პატიმრის მკვლელობის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს

გარდაცვლილს ჩაუტარდა ექსპერტიზა (ამ ეტაპზე დასკვნა მიღებული არ არის),- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს

ამ ინფორმაციას "ფორტუნას" არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ჯერჯერობით არ უდასტურებს.

სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი ცაგერში – ბრალდებულმა ვერცხლისფერი ნაძვის ნაცვლად, იაფფასიანი ჯიშის მცენარეები დარგო

ბრალდებულმა დარგული მცენარეების სახეობასთან დაკავშირებით, ოფიციალურ დოკუმენტში ყალბი მონაცემები შეიტანა და სახელმწიფოს კუთვნილ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

10 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

ბრალდებული "Facebook"-ში 10 წლის არასრულწლოვანს მისივე თანატოლ გოგონად გაეცნო, შევიდა მასთან ნდობაში და დაზარალებულისგან უკანონოდ მოიპოვა პირადი საიდუმლოს ამსახველი ინტიმური ხასიათის ინფორმაცია.

უკრაინაში ცნობილი ქართველი „კანონიერი ქურდი“ ლევან ბულისკირია („ლევან გალსკი“) დააკავეს

ლევან ბულისკირია „კანონიერ ქურდის სტატუსით“  2000 წლიდან  სარგებლობს, ის სხვადასხვა დანაშაულისთვის არაერთხელ არის ნასამართლევი.

ქვეყნის 27 აფთიაქში ფსიქოტროპულ მედიკამენტებს უკანონოდ სისტემატურად ყიდდნენ: სუსი

სუს-ის ინფორმაციით, საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში შეძენილია ისეთი ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორებიცაა - ბაკლოსანი, გაბაგამა, გაბაპენტინი, დიაზეპამი, ქსანაქსი და სხვა.

შსს-მ საერთაშორისო სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა – ამოღებულია 368 კგ “ჰეროინი”, დაკავებულია 2 პირი

უწყების ცნობით, რვა თვის განმავლობაში მიმდინარე მასშტაბურ სპეცოპერაციაში სამი ქვეყნის - სომხეთის, საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცველები მონაწილეობდნენ.