LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალი

„პოლიციამ დააკავა 4 პირი, რომელთაც კრიპტოვალუტის ჩასარიცხ აპარატში ფულადი თანხის ნაცვლად ყალბი ბლანკები მოათავსეს – კომპანიას 8000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა“ – შსს

უწყების ცნობით, კომპანიას 8000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

პროკურატურა: „გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული“

ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავება

პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით - 1985 წელს დაბადებულ პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ხატია ვიბლიანი

15 წლის მოზარდის ცემაში ბრალდებულ მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს პირობითი სასჯელის სახით 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – მას პრობაციის ბიუროში ქცევის კორექციის კურსის გავლა დაეკისრა

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა მიიღო.

პენიტენციური სამსახური ზურაბ ჯაფარიძის საპატიმროდან გათავისუფლების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ის გათავისუფლდა პენიტენციური კოდექსისა და დაწესებულების მოთხოვნების სრული დაცვით, დაახლოებით 08:30 საათზე.

საპროცესო კანონმდებლობას ახალი ტერმინი „პროცესუუნარო პირი“ ემატება – კანონი იმ ბრალდებულებთან დაკავშირებით იცვლება, ვინც დანაშაულის ჩადენის შემდგომ ფსიქიკურად დაავადდა და მკურნალობას საჭიროებს

საპროცესო კანონმდებლობას ახალი ტერმინი „პროცესუუნარო პირი“ ემატება - კანონი იმ ბრალდებულებთან დაკავშირებით იცვლება, ვინც დანაშაულის ჩადენის შემდგომ ფსიქიკურად დაავადდა და მკურნალობას საჭიროებს
სუსი

სუს-ი: „დეზინფორმაციაზე, თითქოს საქართველოში ტერორისტული თავდასხმების საფრთხეებია, იციკ მოშემ განაცხადა, რომ ინფორმაცია ქნესეთის წევრისგან მიიღო… ინფორმაციის უფრო კონკრეტული და სერიოზული წყარო მან ვერ დაასახელა“

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, „პოტენციური ტერორისტული თავდასხმის შესახებ გაფრთხილების შემდეგ ისრაელის პარლამენტის წევრებმა საქართველოში ვიზიტი გააუქმეს“, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მორიგ განცხადებას ავრცელებს.

„მაქვს სპეციფიკური დაავადება, რომელიც საქართველოში არ იკურნება, მჭირდება პროცედურები, რაც საპატიმროში ვერ კეთდება, მაქვს მორალური პრობლემაც, ასევე მყავს 8 შვილი“ – ჯუანშერ ბურჭულაძე მოსამართლეს

როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, ეს არსებით ცვლილებას წარმოადგენს, რაც აღკვეთის ღონისძიების განხილვისას გათვალისწინებული უნდა იყოს.

ადვოკატი: მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში, სადაც ალეკო ელისაშვილია მოთავსებული, ბევრად ცუდი პირობებია: ინვენტარი ჟანგიანი, დაზიანებულია – ალეკოს აუკრძალეს ტელეფონის გამოყენება და პაემნით სარგებლობა

დაკავებული პოლიტიკოსი ადვოკატი დღეს რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მოინახულა.

„ბიბლიაზე შემიძლია ხელი დავდო, ამერიკულ ფილმებშიც კი არ მინახავს, ისე იმუშავა პოლიციამ… დაკავებულთაგან არცერთს არ ვიცნობ, 4-5-ჯერ ნასამართლევები არიან“ – გელა ბარკალაია საგურამოში მისი სახლის დაყაჩაღებაზე

ბიზნესმენის განცხადებით, ამ დრომდე კლინიკაში რჩება 70 წლამდე მამაკაცი, რომელიც მასთან დამხმარედ მუშაობდა, მას დაყაჩაღებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„დაცვაა ნაცემი და მოურავი… გამოძიება მიმდინარეობს, დაიჭირეს უკვე, ნიღბები ეკეთათ…“ – ცნობილი ბიზნესმენი, გელა ბარკალაია დააყაჩაღეს

არსებული ინფორმაციით თავდასხმა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

ადვოკატი: ელისაშვილის ქმედებას ყოველთვის ფულის აღებასთან აკავშირებენ, რაც აბსურდია, მის სახლში სახლში ჩხრეკა ჩატარდა, გამომძიებლები გაკვირვებულები იყვნენ, როგორ შეიძლება პოლიტიკოსი ასეთ სახლში ცხოვრობდესო

ადვოკატის განცხადებით, ელისაშვილმა ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულის გაგრძელებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას იარაღის ტარების კანონიერ უფლება ჰქონდა.
ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი: „გეტყვით, რამ დამარტყა და რამ მიკბინა: მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის, შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის! ეს იყო წინასწარი გადაწყვეტილება, ყველაფერი ვიყიდე და მოვამზადე“

ტანსაცმლის შიგნით მქონდა „დაუტენავი“ იარაღი, ვინმეზე თავდასხმა რომ მდომებოდა, ცოცხალი არავინ დარჩებოდა.
ალეკო ელისაშვილი

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ,ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
დაკავება

„მრავლობითი გასროლით დაჭრა სამი პირი და მიიმალა“ – ქუთაისში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.