LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალი

პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, ანდრია ლილუაშვილი დააკავეს

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ - აცხადებენ პროკურატურაში.

„ანტიკორუფციულ სააგენტოში ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი“ – სუს

ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ ძაგნიძემ განაცხადა.
პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, დაკავებულია გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, რომლის სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 1 319 300 დოლარი, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის და მისი ოჯახის საბანკო სეიფებში საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში კი ამოღებულია 2 904 900 დოლარი

ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.
დაკავება

შსს: „ბრალდებული არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ მასალებს, პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით ინახავდა და ავრცელებდა…“ – პოლიციამ 1 პირი დააკავა

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პროკურატურა: „სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დავაკავეთ“

ამის შესახებ კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა, მალხაზ კაპანაძემ განაცხადა.
ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრომ გაიზიარა მათი მოთხოვნა პატიმართა დაზიანების აღრიცხვის წესთან დაკავშირებით

სახალხო დამცველი მიესალმება იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებას, რომლითაც გაზიარებულია სახალხო დამცველის მოთხოვნა - პატიმრის თანხმობის არარსებობის შემთხვევაშიც, ექიმმა პაციენტის გარეგნული დათვალიერების საფუძველზე შეადგინოს ცნობა და აცნობოს შესაბამის ორგანოს/თანამდებობის პირის შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ.
ქეთა ციცქიშვილი

„ფორმულას“ ინფორმაციით, ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს

„ფორტუნა“ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ აქტივისტს, მარიამ მეყანწიშვილს სასამართლომ 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო, კიდევ ოთხს კი პატიმრობა შეუფარდა

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ აქტივისტს, მარიამ მეყანწიშვილს სასამართლომ 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო, კიდევ ოთხს კი პატიმრობა შეუფარდა

პროკურატურამ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, ბრალდება კიდევ 16 პირს, მათ შორის ერთს, ირაკლი შაიშმელაშვილს, დაუსწრებლად წარუდგინა

აღნიშნულთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.
გელა გელაძე

შს მინისტრის განცხადებით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს კიდევ 16 პირი დააკავეს – ჯამში დაკავებულია 62 პირი

„მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება იმ პირების გამოვლენისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, რომლებმაც 4 ოქტომბერს თბილისში კანონსაწინააღმდეგო დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინეს“ - თქვა გელა გელაძემ.
კონსტანტინე თოფურია

საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი: „საქართველოს უნივერსიტეტს ყველაფერი კანონიერად აქვს შეძენილი ეკონომიკის სამინისტროსგან… სამართლებრივად ამ საქმეს არანაირი პერსპექტივა აქვს“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოთხოვნას, საქართველოს უნივერსიტეტის შენობა დაყადაღდეს, შემდეგ კი ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუბრუნდეს, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, კონსტანტინე თოფურია ეხმაურება.
დავით გურგენიძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროკურატურას განცხადებით მიმართავს და ითხოვს, საქართველოს უნივერსიტეტის შენობა დაყადაღდეს, შემდეგ კი ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუბრუნდეს

„ასევე ვითხოვთ, რომ ის მიუღებელი მოგება, რომელიც უნივერსიტეტმა მრავალი წლის განმავლობაში, არ მიიღო, იყოს გამოკვლეული და დაუბრუნდეს უნივერსიტეტს, ახალგაზრდებს და პროფესორ-მასწავლებლებს“ - ამბობს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე.