LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალი

4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულ ია დარახველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, კიდევ 3 ბრალდებულს კი პატიმრობა

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მზია გარშაულიშვილმა მიიღო.

4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ 4 პირს – ამირან დოლიშვილს, ირაკლი ჩხვირკვიას, გიორგი ქორქიასა და ზაქრო ალბუთაშვილს პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ვინაიდან პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
პატიმრობის შეფარდება

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე დაკავებულ 7 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
პროკურატურა

პროკურატურა: „ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულებს ან მათ მცირეწლოვან შვილებს აქვთ მძიმე დაავადებები და რომ თითქოს ამ გარემოებას ბრალდების მხარე ყურადღებას არ აქცევს, მოვუწოდებთ დაცვის მხარეს, წარმოადგინონ გავრცელებული ინფორმაციების დამადასტურებელი დოკუმენტები“

„რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ინფორმაციას ხსენებული მძიმე დაავადებების შესახებ“ - აცხადებენ პროკურატურაში.
გიორგი ჩახუნაშვილი

ადვოკატი: „ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი, მის სახლთან 100-მდე საპოლიციო ძალა იყო“

„ჩაატარეს ჩხრეკა, თუმცა, მისთვის დაკავების საფუძვლები ცნობილი არ არის, მასთან კითხვები შეეხებოდა ათონელზე მიმდინარე პროცესებს“ - ამბობს ადვოკატი.

სასამართლომ 4 ოქტომბერს, თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ექვს დაკავებულს, მათ შორის ნანა სანდერსს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ 4 ოქტომბერს, თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ექვს დაკავებულს, მათ შორის ნანა სანდერსს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
სუსი

სუს-ის განცხადებით, დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის განცხადებით, გიორგი ქემოკლიძე დაკავებულია „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
დაკავება

„თბილისში, ერთ-ერთ რესტორანთან პოლონეთის 3 მოქალაქეს სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს, ერთ-ერთმა კი მათზე ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა“ – შსს-მ 2 პირი დააკავა

„მომხდარის შემდეგ, დანაშაულში ბრალდებული პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“ - აცხადებენ შსს-ში.
პროკურატურა

პროკურატურა: „სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 13 პირს ბრალდება წარედგინა“

უწყების განცხადებით, პროკურატურა დაკავებული ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
„ჰექსოგენის“ საქმე

სუს-ი „ჰექსოგენის“ საქმეზე: „დადგინდა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის მიერ გლდანის რაიონში დაქირავებული კიდევ ერთი კონსპირაციული ბინა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა – აღმოჩენილ იქნა კომპიუტერის მიკროსქემები, დოკუმენტები და ფულადი თანხა“

„მიმდინარეობს ამოღებული ნივთების კონკრეტული მიზნობრიობის შესწავლა“
დაკავება

შსს: „4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს“

„სამართალდამცველები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“ - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.