LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალი

გიორგი ჩიკვაიძე

პენიტენციური სამსახური: „ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს, სადაც მსჯავრდებულისა და მისი გარემოცვის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ჩიკვაიძის მიმართ არასათანადო მოპყრობას“

ჩიკვაიძემ აღნიშნა, "საკანში მსხდომ 3 პატიმარს, დამცინავად 1 ცალი კატლეტი შემოუგდეს".
გელა ხასაია

შსს-ის ინფორმაციით, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებითაა დაკავებული – მასთან ერთად, ამავე ბრალდებით, კიდევ ერთი პირი დააკავეს

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი ბაჩიაშვილი

პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

რეაბილიტირებული გზა უვარგისია – სუსმა 403 095 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე შპს „გურია ენერჯის“ დირექტორი და საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი დააკავა

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ დღეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობას, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას.
პატიმრობა

კაცს, რომელმაც კასპში, ყოფილ მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, პატიმრობა შეეფარდა

დანაშაული 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ღირებულება შავ ბაზარზე 50 მილიონ დოლარს აღემატება…“ – ირანის მოქალაქე საქართველოში 200 კილოგრამი „ჰეროინის“ შემოტანის ფაქტზე დააკავეს

სამართალდამცავებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 39 წლის პირი საქართველოში 200 კილოგრამი „ჰეროინის“ შემოტანის ფაქტზე დააკავეს.
დაკავება

„მატერიალურ გაჭირვებაში მყოფ მამაკაცს აიძულებდა, მაღაზიაში მტვირთავად ემუშავა, სანაცვლოდ კი თანხას არ უხდიდა, ბრალდებული ასევე ეუფლებოდა თანხას, რომელსაც მისი მითითებით მამაკაცი ქუჩაში მოწყალების თხოვნით გამოიმუშავებდა“ – შსს-მ ერთი პირი დააკავა

დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სუს-მა ინფრასტრუქტურის სამინისტროს 4.1 მლნ ლარის მითვისების საქმეზე 5 პირი დააკავა, ერთ პირზე კი ძებნა გამოაცხადა

უწყების ცნობით, საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობას და თაღლითობაში დახმარებას. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.
გიორგი ჩიკვაიძე

პენიტენციური სამსახური: „გიორგი ჩიკვაიძეს თვეში 2 ხანმოკლე პაემნის უფლება აქვს, სექტემბერში უკვე ისარგებლა კუთვნილი უფლებით და ხანმოკლე პაემნით სარგებლობა 2025 წლის ოქტომბრამდე აღარ ეკუთვნის“

„აქვე დავაზუსტებთ, რომ პენიტენციური კოდექსის 119-ე და 122-ე მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულს 1 წლის განმავლობაში აქვს 3 ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომლით სარგებლობაზეც უარს თავად აცხადებს (აღნიშნული დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით)“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გიორგი კანდელაკი

გიორგი კანდელაკი: „საერთოდ შეხება არ მაქვს ამ ყველაფერთან, ამ ხალხს საერთოდ არ ვიცნობ, საიდან არიან ჩემი ჯგუფის წევრები? სასწაული კონცერტი დადგეს“

თბილისის საქალაქო სასამართლოში ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებული 7 პირის, მათ შორის, ბიზნესმენის, ყოფილი მოკრივის, გიორგი კანდელაკის სასამართლო პროცესი გაიმართა.
თორნიკე რიჟვაძე

პროკურატურამ წარადგინა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ამოღებულ კალამზე თორნიკე რიჟვაძის დნმ ამოვიდა

ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ცეცხლსასროლ იარაღზე შერეული, ანუ თორნიკე რიჟვაძის და ალექსი ახვლედიანის დნმ ამოვიდა.