LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალი

რუსთავში მდებარე ე.წ. „სტამბოლის ბაზრის“ ტერიტორიაზე ოთხი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 თებერვალს დააკავეს.

NGO-ების და მედიაორგანიზაციების განცხადებით, „გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ, სამართლებრივი ბრძოლა სტრასბურგში გაგრძელდება

სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში 16 მედიაორგანიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების 120 ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გაასაჩივრებენ.

თბილისში ავარიის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა – ავტომობილი ხეს შეეჯახა

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ხეს იუსტიციის სამინისტროს მიმდებარედ შეეჯახა.

„პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას… ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება… “ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სუს-ის ცნობით, „აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება“.
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული შეიწყალა

შეწყალების აქტი შეეხო ასევე 1 პირობით მსჯავრდებულს, რომელიც სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

„ინასარიძე და ანდრეიჩენკო გამოცხადდნენ სახელმწიფოთაშორისი ძებნაში“ – რუსეთმა, ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებზე ძებნა გამოაცხადა

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„სააკაშვილმა თქვა, რომ არ ენდობოდა გივი თარგამაძეს…“ – პროკურატურა ხეჩუაშვილის ჩვენების დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება სააკაშვილმა გასცა

გულუაშვილის განცხადებით დამამძიმებელ გარემოებებში გივი თარგამაძის და სხვა პირების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მსჯავრდებულმა, დარჩო ხეჩუაშვილმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

40 წლამდე ორსული ქალი, რომელსაც სოფელ სალხინოში, ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა

ადგილობრივის ინფორმაციით, ქალი მრავლობითი დაზიანებით ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულების, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა – სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა, სხდომიდან საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილმა მიმართა

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.

„ვინანიებ… დედა ახალი გარდაცვლილი მყავდა, ამიტომ თავი ვერ შევიკავე, ოჯახს დავდევდი და ვთხოვდი, პატიებას“ – ბათუმელი ქორეოგრაფის პირველი კომენტარი ბრალდებაზე

„პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იყო... გე­ფი­ცე­ბით, 25 წე­ლია ბავ­შვებ­თან ვარ და სა­ერ­თოდ არ ვე­კა­რე­ბი მათ, ამა­სო­ბა­ში ჩემ­თან, დარ­ბაზ­ში ჩხუ­ბიც არ მომ­ხდა­რა ერ­თმა­ნეთ­ში და ამან ცოტა გა­და­მიყ­ვა­ნა ჭკუ­ი­დან...“

ბათუმში ცეკვის მასწავლებელმა ბავშვს სცემა, დაწყებულია გამოძიება: „კადრებში ჩანს, რომ მასწავლებელი ბავშვზე ხანგრძლივად ძალადობს, მის შეკავებას იქ მყოფი ქალი ცდილობს“

გამოცემის ცნობით, მასწავლებელი მერაბ დოლიძეა და როგორც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში „ბათუმელებს“ განუცხადეს, მას იქ ცეკვის მასწავლებლად მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს.
გიორგი საყურაშვილი

კონსერვატორიის სტუდენტის, 23 წლის გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა

ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ხომ არ იყო ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი, ან ხომ არ იმყოფებოდა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.