შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების N3 დანართში ჩამოთვლილია ის პროფესიები და შრომითი/სამეწარმეო საქმიანობები, რომლებზეც დაწესებულია წლიური კვოტები.
დადგენილების მიხედვით, მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელს, რომელიც საქართველოში კურიერად, მძღოლად ან მომსახურების სფეროში მუშაობას გეგმავს, სჭირდება „შრომითი საქმიანობის უფლება“, რომელსაც გასცემს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.
„ბაზაში არ უნდა რჩებოდნენ ოჯახები და პირები, რომლებიც, ამ მდგომარეობით ვერ შეძლებდნენ აღნიშნული სტატუსის მოპოვებას ვერც ახლა და ვერც წარსულში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„დროა წერტილი დაესვას პოლიტიკურ სპეკულაციებს, ამ მიზნით, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის გადამოწმების აქტიურ ფაზას. “