ბანაკის ტერიტორიაზე მოეწყო თავდაცვის ძალების ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა. ბანაკის მონაწილეებს თავდაცვის ძალებისგან სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.
ქეთევან სურმავა, რომელმაც Naec-ის მიერ გამოქვეყნებულ სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე უმაღლესი ქულა აიღო, ჯამში მსოფლიოს ერთდროულად 8 უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
„ხარჯის უდიდესი ნაწილი, როგორც საქართველოში, ასევე ახლა უკვე თურქეთშიც, ოჯახმა გადაიხადა თქვენი – მეგობრების, ნაცნობების და ხშირად უცნობი ადამიანების დახმარებით, რისთვისაც უდიდეს მადლობას გიხდით!“
მიხეილ მაღლაკელიძემ, მოადგილეებთან ერთად, ზუგდიდში ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობაც მოინახულა. ახალი რეგიონული ოფისი სრულად იქნება აღჭურვილი თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უზრუნველყოფს საგამოძიებო სამსახურის გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას.
„პროგრამის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ზემოთ მოცემულ მაჩვენებლებს მუდმივ რეჟიმში განაახლებს და მიაწვდის საზოგადოებას“
მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა.
პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.
„მის მდგომარეობაში სტამბული გამოირიცხა. იმგზავრა ნორმალურად, უკვე ადგილზეა, თურქი ექიმები შეაფასებენ მდგომარეობას და დაისახება მკურნალობის კონკრეტული გეგმა“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეცნიერი, გეოლოგი, პედაგოგი, 103 წლის ელენე აბაშიძე ერთ-ერთია იმ ექსპედიციის წევრებს შორის, რომლებიც 80 წლის წინ, ალიოშა ჯაფარიძეს ხვამლის მთაზე ახლდნენ თან.