LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოება

კახა კალაძე თვალჭრელიძის ქუჩაზე

კახა კალაძე: „თვალჭრელიძის ქუჩაზე მისვლას არ ვაპირებ, ეს შენობა კერძო საკუთრებაა და მუნიციპალიტეტი არაფერ შუაშია“

„რა პირობები შესთავაზეს არ ვიცი, ვერ გეტყვით. შესაბამის უწყებას უნდა დაუსვათ ეს შეკითხვა“

„ტემპერატურის მატება ტყეში ხანძრების გაჩენის რისკს ზრდის“ – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და დაემორჩილონ დადგენილ აკრძალვებს.

მიხეილ სარჯველაძე ევროპის პროფესიული კავშირების კონფედერაციის (ETUC) წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, არსებული საკითხების გადასაწყვეტად, მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.
აღსრულების ბიურო

„არსებული შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლისთვის საშიშია“ – აღსრულების ეროვნული ბიურო თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„მისამართზე მცხოვრებთა შორის დევნილის სტატუსი აქვს 58 პირს“

„საფრანგეთში, სიცოცხლეს მოწყურებული XII კლასის მოსწავლე გარდაიცვალა…“ – ჭიათურის N2 საჯარო სკოლის სამძიმარი

საფრანგეთში ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალა. 17 წლის ლევან კობიაშვილი ლეიკემიას ებრძოდა. ჭიათურის N2 საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს. „ძნელია, მოვძებნოთ სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ახლა განვიცდით... საფრანგეთში 17 წლის ასაკში სიცოცხლეს მოწყურებული ლეიკემიასთან მებრძოლი ჭიათურის #2 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე ლევან კობიაშვილი გარდაიცვალა... მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს ეს ამბავი... საყვარელო ლევან, მტკივნეულია შენზე წარსულით საუბარი... ჩვენთვის ძალიან ძნელი წარმოსადგენია ის, რომ დაგვტოვე, ვეღარასოდეს შემოაღებ შენი მშობლიური სკოლის კარებს, ვეღარ გაუღიმებ შენს მეგობრებს, კლასელებს, ახლობლებს, რომლებსაც ძალიან, ძალიან უყვარდი და სამაგიერო სიყვარულს უბრუნებდი შენც... სიცოცხლით სავსე იყავი, ყველგან და ყველაფრით გამორჩეული, უღალატო და თავმდაბალი, სევდანარევი ღიმილიანი... ლამაზი ცხოვრებით იცხოვრე... ბევრი კარგი მოგონება დაგვიტოვე... ჭიათურის მანსანკანის გუნდელმა პატარა ასაკში შეძელი მთელი საქართველოსათვის შეგეყვარებინა თავი შენი უბრალოებით, ნიჭიერებითა და მიზანდასახულობით... როგორ უხდებოდი სცენას!..არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი...ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე. არსებობს კი სიტყვები ჩვენს სანუგეშებლად, შენი ოჯახის სანუგეშებლად, როცა შენი ლამაზი სახე სურათებსა და ვიდეოებზე შემოგვრჩა მხოლოდ?!...მუდამ უდიდეს ტკივილად დარჩები ჩვენთვის. ყველას დაგვაკლდება შენი სითბო და სიყვარული, რომელიც უხვად გქონდა...ჩვენს მეხსიერებაში მუდამ ცოცხალი იქნები, რადგან ხსოვნა სინდისივით არის და სიკვდილზე ძლიერია...სიტყვები არ არსებობს იმის აღსაწერად, თუ რამდენად ვწუხვართ. შენ ის ღიმილის ბიჭი იყავი, რომელიც ასე უდროოდ დააკლდი ქალაქს...ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული და დაუმკვიდროს საუკუნო სასუფეველი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ....ჭიათურის #2 საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგები, ტექნიკური პერსონალი და მოსწავლეები უდიდესი მწუხარებითა და გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და ყველას, ვინც იცნობდით, თუ არ იცნობდით, ამ სიყვარულის ოქროს ბიჭის აღარ ყოფნას...“ - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე: „მანკიერი, ლიბერალური მიდგომებით, ბევრ პროგრამას ჰქონდა ფუნქცია დაკარგული, ნარკოპოლიტიკაზე მუშაობა უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ისეთი, რომელიც მკურნალობის შემდეგ, აღარ იქნება წამალდამოკიდებული“

„ჩვენ, ამ მხრივ, ფართო მასშტაბით გვაქვს მუშაობა დაწყებული...“

თავდაცვის სამინისტროში გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3-ზე კალათბურთში ტურნირი დაიწყო

ფინალურ ღონისძიებაზე დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები პარაკალათბურთში საჩვენებელ თამაშსაც გამართავენ.
18 წლის ლუკას დახმარება ესაჭიროება

„სასწრაფოდ ესაჭიროება რეანიმობილით თურქეთში გადაყვანა – ავარიის შედეგად მარცხენა ხელი დაკარგა, არის ფეხის დაკარგვის საშიშროება, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მისი სიცოცხლის შენარჩუნებაა“ – 18 წლის ლუკას საზოგადოების დახმარება სჭირდება

„აუცილებელია მისი თურქეთში გადაყვანა, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული“ - აღნიშნულია მიმართვაში.
თაკო ჩარკვიანი

„ნიღბიდან მითხრა: „გიცანი, რომ შენ ხარო“… დინამიკაში მცირე გაუმჯობესება ჩანს, უკვე მესამე დილაა, რაც სიცხემ იკლო“ – როგორია მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„როდესაც მამუკა კლინიკაში მოვათავსე, დაახლოებით ერთ კვირაში, დედაც იმავე საავადმყოფოში მივიყვანე. ისინი ერთდროულად მყავდნენ იქ. ვიხუმრე კიდეც, დედა-შვილს ერთმანეთთან ბმა აქვს-მეთქი“ - უთხრა თაკო ჩარკვიანმა „ფორტუნას“.

ზემო აჭარაში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება

აზიური ფაროსანას პოპულაციის შესამცირებლად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა.
სასწრაფო

არსებული ინფორმაციით, „ჰუალინგის“ შიდა ტერიტორიაზე 4 წლის ბავშვი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა

„ფორტუნა“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს და ასევე ცდილობს, გაარკვიოს, როგორია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა.