LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოება

იოსებ გორგაძე

გარდაცვლილი პატიმრის ძმა: „ გამორიცხულია, რომ ადამიანს დაცემის შედეგად 27 დაზიანება მიეღო, ეჭვი კი არ მაქვს, დანამდვილებით ვიცი, რომ სცემეს – ეს არის ორგანიზებული დანაშაული და არა ერთი ადამიანის მიერ გაკეთებული“

„რა თქმა უნდა, სცემეს, ეს არის ორგანიზებული დანაშაული“
ამინდის პროგნოზი

ამინდი უარესდება: „მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“ - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის N6 საჯარო სკოლას ესტუმრნენ

სამხედროებმა მოსწავლეებს ჯარისკაცის პროფესია და თავდაცვის ახალი კოდექსი გააცნეს
თამუნა მდივანი

ვიდეო: „დღე მეცხრე, უფალმა ნათელში ამყოფოს ჩემი გიორგის სული, ჩემი უდიდესი თხოვნაა, ილოცოთ მისი სულისთვის“ – თამუნა მდივანი, რომელსაც ახლახან შვილი გარდაეცვალა, არქივიდან კადრებს ავრცელებს

მსახიობსა და ინფლუენსერს, თამუნა მდივანს შვილი, გიორგი მდივანი მოულოდნელად გარდაეცვალა.
ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველი „ვივამედში“ გარდაცვლილ პატიმარზე: „გაირკვა, რომ უშუალოდ საკანში ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობდა“

„კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალების მიზეზების გამოკვეთისა და შეფასების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატი შემთხვევას სრულფასოვნად შეისწავლის“
ზურაბ ჩხაიძე

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი პატიმრის გარდაცვალებაზე: „ეს იყო პოლიტრავმა, პაციენტს ყველა აუცილებელი სამკურნალო ღონისძიება ჩაუტარდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ლეტალური გამოსავალი დადგა“

ადვოკატის თქმით, პატიმარი ციხიდან კლინიკაში ნაცემ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

სოფელ ბაბილთან დილით მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეწყერში ერთი ავტომობილი მოყვა, რომელშიც ორი მგზავრი იყო, თუმცა მათ ავტომობილიდან გამოსვლა მოახერხეს და უვნებლად გადარჩნენ.

„3 თვე იბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის“ – გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი გარდაიცვალა

ინფორმაციას „ინტერპრესნიუსთან“ ადვოკატი მუხრან ღურწკაია ადასტურებს.

„კოკაინის სახელით ქალაქში სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერება იყიდება“ – ექიმი ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საზოგადოებას აფრთხილებს

მისი თქმით, რეალურად მომხმარებლებს კოკაინის ნაცვლად აწვდიან სხვა ქიმიურ ნაერთს, რომელშიც შესაძლოა შედიოდეს ფენტანილი და მეტადონის კრისტალური ფორმა — ნივთიერებები, რომელთა ნარევი განსაკუთრებით მომწამვლელია და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

„არავინ დარჩება ღია ცის ქვეშ“ – ნაძალადევის გამგებელი დადიანის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე

მისი თქმით, საცხოვრებელი კორპუსი რომ ავარიული იყო, ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მოსახლეობასთან შეთანხმება ვერ მოხდა, რადგან ისინი არ იყვნენ თანახმა, რომ სახლები დაეტოვებინათ და გამაგრებითი სამუშაოები დაწყებულიყო.

მარტყოფში სახალხო დღესასწაული „აპარნობა“ გაიმართა

აღსანიშნავია, რომ „აპარნობა“ ყოველწლიურად, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულიდან მეორე კვირას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება.

„სიყვარული – ეს არის მთავარი თვისება და გადარჩენაც სწორედ ამაშია“ – მეუფე შიო

მეუფე შიომ ხაზი გაუსვა, რომ უფლისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიყვარულია და არა გონება, სიმდიდრე ან ცოდნა.

თბილისში, დადიანის ქუჩაზე 3-სართულიან საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა

„ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ კორპუსში იატაკი ჩამოინგრა და საცხოვრებელი სახლიდან 2 ადამიანი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს.