LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოება

„ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა… მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია“ – NGO-ები ჩხრეკებზე

ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ავრცელებენ.
მარიამ მდივანი

„დავრჩი ნახევარი, ჩემო სისხლო და ხორცო“ – მარიამ მდივანი გარდაცვლილ ძმას, გიორგი მდივანს მიმართავს და მასთან ერთად გადაღებულ ბავშვობის ფოტოებს აქვეყნებს

გიორგი მდივანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გიორგის დედამ, თამუნა მდივანმა დღეს გაავრცელა.
ნანუკა ჟორჟოლიანი

„ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებთ, ბორკილებს დაგადებთო“ – რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ

„თუ წინა განცხადებაში იყო „სახელმწიფოს გადატრიალების დაფინანსება“ და ასე შემდეგ, დღეს ეს ყველაფერი მოხსნილია. იქ არის ის, რომ პირდაპირ წერია ქველმოქმედების გამო წაგვიყენეს ბრალი“ - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

მამუკა ხაზარაძე ნანუკა ჟორჟოლიანს: „ეს არის ზეწოლისა და ძალადობის რუსული სცენარით განხორციელებული სპეცოპერაცია – ნანუკა შენ გვერდით მიგულე, ვერავინ შეგვაშინებს!“

აღნიშნულით ხაზარაძე რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება და წერს, რომ „საკუთარი ხალხის მჩაგვრელებს სწორედ ხალხი გასცემს საკადრის პასუხს!“.

„საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვნებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად… სახალხო დამცველი შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს“ – სახალხო დამცველი „ფონდების საქმეზე“ მიმდინარე ჩხრეკაზე

ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ეს უკავშირდება მოძრაობა „სირცხვილიას“, რომელიც გაუქმებულია და ამ ყველაფრის ცალკე, კომიკური ნაწილია. ვითხოვ, ჩხრეკაზე მე და ადვოკატი დაგვასწრონ, არ გვიშვებენ“- მარიამ გეგუჩაძის თქმით, მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

„სახლში, სავარაუდოდ ბიძაჩემია, მაგრამ ტელეფონზე რომ ვურეკავ, გამორთული აქვს. სახლში შესულები არიან იმიტომ, რომ არის ჩემს სახელზე და შესაბამისად, ეს მოქმედებები ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს, ვითხოვ შევიდე და ვნახო რა ხდება“
მაკო რატიანი

„სხეული მეწვის სიმწრისგან… ამბობენ ნათლია და ნათლული იმიერში ერთმანეთს ხვდებიანო, შეხვედრამდე კარგო ბიჭო“ – მაკო რატიანი ნათლულს, თამუნა მდივანის გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

„არ არსებობს ამაზე მეტი ტკივილი, რასაც სიკვდილი ჰქვია, არ არსებობს სანუგეშებელი სიტყვა, რომ მის დედას და მამას უთხრა“ - წერს მაკო რატიანი.
ეკა წერეთელი - გიორგი ჩიკვაიძე

გიორგი ჩიკვაიძის დედა: „ეჭვი მაქვს, რომ გიორგი მოწამლეს, ეს გააკეთეს რუსულმა სპეცსამსახურებმა, რუსულმა მთავრობამ, გაბიტაშვილმა და მე-18 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა – გიორგის მდგომარეობა დამძიმდა“

„მე, როგორც დედა და ექიმი, ვფიქრობ, რომ გიორგი არის მოწამლული“
ალეკო ცქიტიშვილი

პროკურატურის თანამშრომლები „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლშიც შევიდნენ

პირადი ჩხრეკის შემდეგ პროკურატურის თანამშრომლებმა ცქიტიშვილს განუმარტეს, რომ ახლა მისი საცხოვრებელი სახლი უნდა შეემოწმებინათ.

„აღარ მყავს ჩემი გიორგი…“ – ტრაგედია ცნობილი მსახიობისა და „ინფლუენსერის“ ოჯახში: გარდაიცვალა თამუნა მდივანის ვაჟი

რადიო „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს თამუნა მდივანის ოჯახს.

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დაიწყო

ნატო-საქართველოს სწავლებების ციკლში ეს უკვე რიგით მეოთხე სწავლებაა, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ  საქართველოში იმართება.

გრიგოლ ბესელია: „შევესწარი, რომ მზია ამაღლობელი მიდიოდა სტიკერის დასაკრავად, მეგობრები ეუბნებოდნენ არ გაეკრა სტიკერი შენობაზე, აქციის წევრებიც ეძახდნენ: „არ ქნა“, თუმცა მაინც მიაკრა“

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია იკითხება.

მოსალოდნელია ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და წვიმანი ამინდი – უახლესი დღეების პროგნოზი

გარემოს დაცვის სააგენტო 29-30 აპრილს და 1 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდზე ინფორმაციას აქვეყნებს.