საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 39 483 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 20 755 ბიჭი და 18 728 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 1.8 პროცენტით.
გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალში წვევამდელთა სამხედრო სამსახურში 6-თვიანი ვადით საკუთარი სურვილით დარეგისტრირებული წვევამდელების სამედიცინო შემოწმება აქტიურად მიმდინარეობს.
შეხვედრაზე, მხარეებმა ბავშვთა კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ამ კუთხით არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის საკითხებსაც.
ზვიად დევაძემ დაასრულა კონკრეტული სამუშაოები და ემზადებოდა ძირითად სამუშაო ადგილას - ბორჯომის რეგიონში დასაბრუნებლად, რა დროსაც იგი შეუძლოდ და დაკარგა გონება“
გასულ ღამეს, ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა - შემთხვევა ქალაქის გასასვლელში, წყალწითელას ხიდთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა მდინარეში გადავარდა და მასში მსხდომი ადამიანები ადგილზე დაიღუპნენ.