LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოება

„მადლობა ადამიანების გადასარჩენად გათენებული ღამეებისთვის და ბოდიში მათ, ვინც სწრაფ რეაგირებას ჯერ კიდევ ელოდება“ – ცოტნე ანანიძე

ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ეს ხელისუფლება ისტორიულ სანაგვეზეა მოსასროლი – შტაბები მას შემდეგ შექმნეს, რაც მოქალაქეებმა თვითინიციატივა გამოიჩინეს, გამოკეტილი სხედან და ყავას სვამენ, შედეგი რა არის?“ – რომან გოცირიძე

როგორც მან აღნიშნა, ასეთი ხელისუფლების პირობებში „ვერც უამინდობის, ვერც დემოკრატიის, ვერც ეკონომიკის პრობლემა ვერ მოგვარდება“.
ილია მეორე

„ილია მეორის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებულთათვის საპატრიარქოდან საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები და თბილი გადასაფარებლები გაიგზავნება“ – საქართველოს საპატრიარქო

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ილია მეორის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები.

პეტერ ფიშერი: „გერმანიის განათლების სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობა შეაჩერა, მათ შორის სტუდენტთა მობილობა, კვლევა და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში“

ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

სტიქიის შედეგებთან გამკლავების ღონისძიებებში თავდაცვის ძალების ასობით სამხედრო და ათობით სპეციალური ტექნიკა მონაწილეობს

გურიის რეგიონში მობილიზებულია რამდენიმე ათეული სპეციალური სამხედრო ტექნიკა
იმერეთი

„იმერეთში ჩაკეტილია 149 სოფელი, 30 000-მდე აბონენტს დენი არ მიეწოდება“ – იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული

„შეწყვეტილია ბუნებრივი გაზის მიწოდება 237 აბონენტისთვის“ - უთხრა ლევან ზალკალიანმა „რუსთავი 2“-ს.

ნინო ლაცაბიძე: „საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, რუსთაველი სტუდენტების მოთხოვნა შესრულებულია და დღეიდან, რუსთავიდან თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ“ 

ახალი სატრანსპორტო ხაზის პრეზენტაცია, დღეს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტის დელეგატთან რუსთავიდან და გარდაბნის ისტორიული სოფლებიდან ირაკლი შატაკიშვილთან ერთად წარადგინა.

„დიდთოვლობის გამო, საჩხერის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი ჩაიკეტა, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია 20 საჯარო სკოლაში“ – საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თოვლის საფარი 50-120 სანტიმეტრს აღწევს.
ნინო ჩხობაძე

„თბილისში არ გვაქვს თოვლი, იმიტომ რომ „სმოგი“ გვაქვს, რაც ძალიან ცუდია“ – ნინო ჩხობაძე

„თუ ახლავე ქალაქის მესვეურები არ დაიწყებენ გაწმენდით სამუშაოებს, მერე ძალიან გაუჭირდებათ. ცხადია, ყველაზე მეტად სოფლებს უჭირთ“

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს – სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება და ყველა სოფელს და პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს“ – გოჩა ენუქიძე

გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, მუშაობა მიმდინარეობს ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად, ასევე, აქტიურად გრძელდება თოვლწმენდის სამუშაოები, რომელიც ყველა სოფელსა და პრობლემურ უბანს მოიცავს.

ზურაბ ჩხაიძე: „მზია ამაღლობელის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, გაწერას ითხოვს სტაციონარიდან, ავუხსენით მოსალოდნელი გართულებების შესახებ, თუმცა რჩება თავის პოზიციაზე“

ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს გაიდლაინის შესაბამისად უტარდებოდა კვების აღდგენითი კურსი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი: „ჩემი საყვარელი გურიიდან მწერენ, რომ სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები ხალხის დასახმარებლად… მინდა ჩემი საქართველოს ყველა კუთხეს მოგმართოთ, ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით“

ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის დეპუტატი, ნინო წილოსანი წერს.
გიორგი სიორიძე

გიორგი სიორიძე: „წარმოუდგენელი სტიქიაა გურიაში, ცხელ ხაზზე შემოდის ასობით ზარი, ადამიანები ითხოვენ შველას, საკვებს, მედიკამენტებს, სახლების დანგრევის ეშინიათ – ხელისუფლება მზად არ იყო სტიქიისთვის, დააგვიანა რეაგირება“

„წარმოუდგენელი სტიქიაა გურიაში. როგორც ამბობენ, მსგავსი რამ მოხდა 40 წლის წინ.“
მაკო გომური

მაკო გომური: „ბავშვმა სტრასბურგამდე მიაღწია, ნახევარ საათში 20 ივნისის საერთო საქმის განხილვა დაიწყება დიდ პალატაში“

„იცოდეთ, რომ სადღაც ისევ ვიბრძვით 20 ივნისის ადამიანები... უბრალოდ. ჩვენს მოსასმენად და ჩვენი სიმართლის აღიარებისთვის აქ სასამართლოს კარზე ბრახუნი, ყვირილი არ გვჭირდება“ - წერს მაკო გომური.

საქართველოს თავდაცვის ძალები დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაში აქტიურად მონაწილეობს

ჯარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში  პირადი შემადგენობითა და შესაბამისი ტექნიკით არის ჩართული.