LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

შსს: „სამაშველო სამუშაოებში, 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული – მაშველებმა ამ დროისთვის, ურთულეს რელიეფურ პირობებში ათეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება“

„მეხანძრე-მაშველებმა ამ დროისთვის, ურთულეს რელიეფურ პირობებში ათეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება“

სისხლის უანგარო დონაციის აქცია

სისხლის უანგარო დონაცია უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას იძლევა. აქცია თბილისის მერიის ა(ა)იპ „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ მიერ იყო ორგანიზებული.
ქობულეთის მერია

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში 50 წლამდე მამაკაცი თოვლში გარდაცვლილი იპოვეს

როგორც ქობულეთის მერიაში „ფორტუნას“ განუცხადეს, შუა ხნის მამაკაცი საკუთარი სახლის ეზოში, კართან მეზობელმა თოვლში გაყინული იპოვა.

თავდაცვის ძალები დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ჩაერთო

შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალების ჩართვის შესახებ ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
ამინდის პროგნოზი

„მოსალოდნელია ძლიერი თოვლი, ნისლი, ქარბუქი და გზებზე ლიპყინული, მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება“ – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“ - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის აპარატი – „დიდთოვლობით გამოწვეულმა მძიმე პრობლემებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით პრევენციული და შემდგომი ღონისძიებების არაეფექტიანობა“

უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და საკუთრების უფლებების დაცვის ინტერესებს და მათ დაცვაზე საქართველოს სახალხო დამცველი მანდატის ფარგლებში განაგრძობს ზედამხედველობას
ყინვა

„შესაძლებელია, ტემპერატურამ 10-12 გრადუსამდე დაიკლოს“ – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

„აღმოსავლეთ საქართველოში, მაღალი ყინვაა მოსალოდნელი კახეთის რეგიონში“ - უთხრა „ფორტუნას“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ.
ოდა ქეარი

„ოდა ქეარი“ ემსახურება 50-მდე ბავშვს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სერვისით, იმისთვის, რომ არ დაზიანდეს ცენტრის შენობა და ინფრასტრუქტურა, გვესაჭიროება დახმარება“ – რეაბილიტაცია/აბილიტაციის ცენტრის განცხადება

„ვცდილობ მთელი დღის განმავლობაში ვნახო ადამიანთა ჯგუფი, ვინც გადმოთოვლას სახლს და შესაბამისად გათოვლავს ეზოს“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მიშველეთ! ბიძაჩემი არის სახლში ჩაკეტილი, სახურავი ყოველ წუთს შეიძლება ჩამოინგრეს, ფეხი არ აქვს და ეზოშიც დიდი თოვლია ვერ გადის! რა გავაკეთო დამეხმარეთ!“ – რა მიმართვას ავრცელებს მაიკო კაჭკაჭიშვილი

როგორც კომპოზიტორი სოციალურ ქსელში წერს, დახმარების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებასაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

„გურიის მოამბე“: სოფელ ნატანებში ქალი გარდაიცვალა, რომელიც მოხუც დედას უვლიდა – „გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ დიაბეტი გახდა. ვარაუდობენ, რომ უგზოობის გამო მასთან სასწრაფო ვერ მივიდა“

დიდთოვლობის გამო, მეზობლები გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ახლა უმწეო მოხუცი მიცვალებულთან მარტოა, მისვლას ვერ ახერხებენ.

ლადო აფხაზავა: „ყველა ერთად უნდა დავდგეთ და როგორმე გადავლახოთ ეს განსაცდელი – მჭირდება მოხალისეები, რომლებიც საკვების გარეშე დარჩენილ მოხუცებს ან ნებისმიერ ოჯახს, რომელსაც ეს პრობლემა შეექმნა, მიაწვდის გამზადებულ საკვებს“

დასავლეთ საქართველოში შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელში, მასწავლებელი ლადო აფხაზავა ეხმაურება და საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
ტორესა მოსი

„ეს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომხდარიყო, სააკაშვილი პირადად იქნებოდა ჩასული გურიაშიც და აჭარაშიც“ – ტორესა მოსი

„ზოგჯერ ადამიანი შეიძლება იმის რწმენამ გადაარჩინოს, რომ დახმარება გზაშია და ის მარტო არ არის“ - წერს ტორესა მოსი.

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან

„უამინდობის გამო შექმნილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ“.

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.