LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოება

„გული შემტკივა, რომ აქ და ახლა ვერ ვარ იმ თეატრში, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და რომელიც ახლა საქართველოში იბადება, ფეხს იდგამს, ყველა ქუჩას და ყველა მოედანს სცენად და პარტერად აქცევს!“ – ნინო ხარატიშვილი

ქართველი დრამატურგი, რეჟისორი და მწერალი ნინო ხარატიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„მირჩიეს, ჩემი ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად, დროებით განვრიდებოდი სიტუაციას და მემუშავა სტატიებზე და პროექტებზე ამერიკაში. არ გადავიკარგები ამ ქვეყნიდან, დროებით წავედი მტრის ჯინაზე!“ – თეა გოდოლაძე

ამის შესახებ სოციალურ ქსელში სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე წერს.

ვიდეო: „ამ ხალხის დამორჩილებას რომელი დამპყრობელი შეძლებს?! იმ ქვეყანაში სადაც მიხა ხელაშვილი არსებობდა, არ არსებობს, რომ თავისუფლება დამთავრდეს“ – დათო ტურაშვილი

უკვე მე-60 დღეა, რაც საზოგადოების ნაწილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადაიდო.

„ფრინველის გრიპი“ ერთ-ერთი ყველაზე საშიში ვირუსია, რომელიც გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს“ – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ფრინველის გრიპთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ვიდეო: „თეატრი პროტესტის ავანგარდში იყო ყოველთვის. ეს ტრადიცია გრძელდება“ – ლეო ანთაძე

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და საზოგადოების პროტესტზე მსახიობი ლეო ანთაძე „ტვ პირველის“ ეთერში საუბრობს.

„ძალიან ეტკინათ, რომ ვერ გამოგვკეტეს ციხეში და რომ ვერ მიიღეს ის, რისთვისაც მოგვიწყვეს პროვოკაცია… შემდეგ უკვე იმ დამონტაჟებულ ფოტოებზე და ვიდეოებზე გადავიდნენ. მადლობა ყველას თბილი და მხარდამჭერი მესიჯებისთვის“ – ირაკლი ზარქუა

მისივე თქმით, „საქმე გვაქვს ფაშისტურ დაჯგუფებასთან“.

ვიდეო: „ციხეში ჯდომით ბევრს ვერაფერს შევცვლი… გარედან გავაგრძელებ ბრძოლას“ – თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა

მეცნიერმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება უკანონოდ დაპატიმრების საფრთხის გამო მიიღო.

„მზია ამაღლობელი შიმშილობს 12 იანვრიდან. არის სრულ შიმშილობაზე. იღებს მხოლოდ წყალს… მიუხედავად იმისა, რომ ბევრ თხოვნას იღებს შიმშილობის შეწყვეტის შესახებ, იმდენად დიდია უსამართლობა, რომელსაც განიცდის, რომ მას ვერ წარმოუდგენია ამასთან თანაზიარობა“ – ნონა ქურდოვანიძე

მისი თქმით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი შიმშილობს 12 იანვრიდან. არის სრულ შიმშილობაზე.

„თავისუფლება მიშას“ – ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საპროტესტო მარშს აწყობენ

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სხვადასხვა აქციის დროს დაკავებული ადამიანები რეჟიმის პატიმრები არიან. ისინი დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ.
ნათია მეზვრიშვილი

„ივანიშვილს „მესიჯი“ აქვს ჩაშლილი რეგიონებში, რომ თითქოს გახარიაზე თავდასხმის საქმეში სუფთაა და ეს ვიღაცის თვითშემოქმედებაა – ეს იყო შეკვეთილი ჯგუფური თავდასხმა“ – ნათია მეზვრიშვილი

მეზვრიშვილი იმ გარემოებებზე საუბრობს, რაც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ გახარიაზე თავდასხმა წინასწარ ორგანიზებული იყო.

„საქართველოს მილიონობით მოქალაქის პირადმა მონაცემებმა ინტერნეტში გაჟონა“ – Cybernews

საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემები გერმანიაში დაფუძნებული Cloud სერვისის პროვაიდერის სერვერზე იყო განთავსებული.

ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი: „20 წლის ბიჭი საკანში მარტო გადაიყვანეს, იზოლირებულია, არც ტელევიზორი და არც სხვა რამე ბენეფიტი აქვს – სამარტოო საკანში გადაყვანა დამსჯელობითი მიზნით გადაყვანას უტოლდება“

ადვოკატის თქმით, ჯავახიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისედაც რთულია, ხოლო შიმშილობის გაგრძელება შესაძლოა მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.