LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოება

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) ახალი მეთაური იმყოფებოდა

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე წელს დაგეგმილი „ნატო-საქართველო 2025“ სწავლება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, სომეხ კოლეგას შეხვდა

მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის განვითარების საკითხები განიხილეს.

„მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გადაწყვეტილება დასაბუთებული არ არის იმ სტანდარტით, რა სტანდარტიც ესაჭიროება პატიმრობის დასაბუთებას“ – ლევან იოსელიანი

იოსელიანის თქმით, ის არ აპირებს სასამართლოს ფუნქციაში ჩარევასა და რაიმეს მითითებას, თუმცა, თვლის, რომ ამაღლობელის საქმეზე უფრო ლმობიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ.
მწარიაშვილი გახარიაზე

„როგორ აღმოჩნდა გახარია ძირს, რამდენმა ადამიანმა მიაყენა დაზიანება, ეს არ ჩანს ვიდეოში… 126-ე მუხლი ძალიან მსუბუქია“- თბილისის ყოფილი პროკურორი

„მათ თავში დაზარალებულად ვინ მოიაზრება, ვერ გეტყვით.“

თემურ ჭყონია: გვეუბნებიან, რომ 2030 წელს შევალთ ევროპაში, ასე მეც გეტყვით, 2035 წელს მთვარეზე გავფრინდებით ყველა – დამელოდეთ, ეგრე სად არის?

„დღევანდელი სიტუაცია რომ განიმუხტოს, პრაგმატულად უნდა შევხედოთ“
ლევან იოსელიანი

ლევან იოსელიანი: „დღეს, ჩემს ოფისთან რამდენიმე ადამიანმა აქცია გამართა, მსაყვედურობენ, თითქოს თვალს ვხუჭავ პროტესტის მონაწილეთა მიმართ სავარაუდო წამების ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე… რომელი ტელევიზიის ეთერში გამოვჩნდები, ნამდვილად არ შეგეკითხებით, სანამ მე ვარ სახალხო დამცველი, სიმართლე არ დაიმალება“

„შეეშვით აპარატის თანამშრომლების თაგვას, დანამუსებას და ზეწოლას, არ ხართ აქ ყველაზე პოპულარული ხალხი“ - წერს სახალხო დამცველი.

ვიდეო: „მივესალმები ჩვენს არხზე გაბრაზებულ მაყურებლებს… სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს, პატიმრობაში მყოფ სტუდენტებს და აქციების დროს დაკავებულ ყველა პირს“ – „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წამყვანმა გადაცემა დაპატიმრებული კოლეგის სოლიდარობის გამოცხადებით დაიწყო

„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წამყვანმა გადაცემა, დაპატიმრებული კოლეგის, მზია ამაღლობელისთვის სოლიდარობის გამოცხადებით დაიწყო.

„მოსალოდნელია ძლიერი თოვლი და ქარბუქი“ – გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების გამო, მოსახლეობას აფრთხილებს

სააგენტოს ინფორმაციით, 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 19-20 იანვარს ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი.
გიორგი ახობაძე

„დღეს დილით გიო საკუთარ სახლში, თავისი ოჯახის გარემოცვაში დაემშვიდობა დედას, გვიხარია, რომ ოჯახის წევრებმა შევძელით მისი ნახვა“ – დაკავებული გიორგი ახობაძის და

ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნების დროს დააკავეს.

„ვერც ღამე ვიძინებ და ვერც დღე, გაუსაძლისი ტკივილები მაქვს… გევედრებით, არ მიმატოვოთ, დამიდგეთ გვერდში, რომ შევძლო ჩემს ოჯახთან ერთად ყოფნა“ – 27 წლის გიორგი სანდუხაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

როგორც თავად გიორგი სოციალურ ქსელში წერს, ექიმებმა მას ზურგის მალების მძიმე ფორმის ექინოკოკის დიაგნოზი დაუსვეს, რისი მკურნალობაც მხოლოდ საზღვარგარეთაა შესაძლებელი.

ვიდეო: „ძალიან მძიმე იყო, როდესაც შენი შვილი გამოჰყავთ ხელბორკილებით… ანდრო ერთი წუთით რომ რეკავს ციხიდან, ვუსმენ აბა რა ხმაზეა, ვმარჩიელობ ხმის მიხედვით… ახლობლები გვეცლება გარშემო…“ – ანდრო ჭიჭინაძის დედის ემოციური ინტერვიუ

მსახიობის დედა, თავადაც პროფესიით მსახიობი ლიკა გუნცაძე, საზოგადოებამ შვილის დაკავების შემდეგ გაიცნო.