LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოება

„კალაძემ სამი დღის წინ გასცა დავალება გამგეობებზე, კონკრეტული რაოდენობის ადამიანები მოეყვანათ ნაძვის ხის ღონისძიებაზე, ინსტრუქცია იყო მოსვლა ბავშვებით – ჯამში მხოლოდ 500-მდე ადამიანის მოყვანა შეძლეს“ – ნიკა მელია

მისივე ინფორმაციით, ინსტრუქცია იყო ბავშვებით მისვლა.

გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა აღდგენილია – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია..

ვიდეო: „40 წლის წინ გადაღებული „მონანიება“ დღეს ასეთი რეალისტური გახდა…“ – ნანა ჯანელიძე

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე „ტვ პირველის“ ეთერში ეხმაურება.
ნათელა მაჭავარიანი

„მე, როგორც გეგა კობახიძის დედას, მაწუხებს დაპატიმრებული, ნაცემი, ნაწამები ბავშვები. არავის აქვს ამის უფლება“ – ნათელა მაჭავარიანი

„მე რაც გა­და­ვი­ტა­ნე, არ მინ­და არ­ცერ­თმა დე­დამ გა­და­ი­ტა­ნოს და არ­ცერ­თმა მშო­ბელ­მა”.

„დღეს იმ ხელისუფლებამ გადაგარჩინათ, რომლის გადადგომას ითხოვთ და ბედი თქვენი, რომ სხვა ხელისუფლება არ არის! დღეს საზარბაზნე ხორცებად მიგატოვეს თქვენმა ლიდერებმა!“ – დიმიტრი სამხარაძე აქციის მონაწილეებს

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე მიმავალი მოქალაქეების ვიდეოს აქვეყნებს.

„გუდაურში მდებარე ინდურ რესტორანში ნანახი იქნა, სავარაუდოდ, ამავე ობიექტში დასაქმებული 12 ადამიანის ცხედარი“ – შსს-ს განცხადება

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

„ბავშვები სად არიანო. აქ არიან, შეიკრიბნენ, ელოდნენ, მაგრამ დააცადა ვინმემ?“ – მამუკა მდინარაძე

ცნობისათვის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიება პარლამენტთან გადაიდო.

„თურმე გადაიდო ნაძვის ხის ანთება – მგონი, ბარბარობაზე ჩემთან მოდიან“ – რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა

ადგილზე ისმის მოქალაქეების შეძახილები - „სცენაზე“, რითაც ისინი სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ.

„შენდობას ვითხოვ, გუშინ თუ წყობიდან გამოვედი, თუ ხმამაღლა ვილაპარაკე – ნუ მთხოვთ, რომ მხარე ვიყო, იმიტომ რომ ჩემთვის ორივე მხარე ხართ ჩემი შვილები… თუ რომელიმეს გიყვარვართ და პატივს მცემთ, ჩემი მოწოდება იქნება, მოითმინოთ, ჩემ გამო ადამიანს არ შეაგინოთ“ – დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, რომ ყველანაირ ძალადობას ემიჯნება და ამასთან, სთხოვს მოქალაქეებს, ნუ მოსთხოვენ იყოს ვინმეს „მხარე“.

„ეს ქვეყანა 3 000 წელია არსებობს და კიდევ ბევრ მტერს გაისტუმრებს! დღეს 17:00 საათზე ყველანი მამა შალვასთან!“ – ზურა ხაჩიძე

„ქრისტიანობა და საქართველო მარადიულია, დანარჩენი ყველაფერი წარმავალია!“

ნათია ფანჯიკიძე: „იქნებ შეხვედრით, დიალოგით მეტი ურთიერთგაგება შედგეს, ვიდრე წინასწარ ბრალის წაყენება და ხიდების მსხვრევა ისედაც ნამსხვრევებად ქცეულ ქვეყანაში…“

„უპატივცემულოდ სასტიკ ბრალდადასტურებულ პატიმარსაც არ უნდა მოექცე, არათუ ადამიანს, რომელიც შენს წარმოდგენაში არ იქცევა ისე, როგორც შენ სიტყვა-სიტყვით მოგერგებოდა და მოგეწონებოდა“

გიორგი ზვანელი: „ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც აქციის დროს შალვა კეკელიასთან მივიდა, სრულიად მშვიდად ვთხოვე ორ შეკითხვაზე გაეცა პასუხი… არავის უგინებია პატრიარქი და ეკლესია“

ჭავჭავაძის გამზირზე გამართული ერთ-ერთი საპროტესტო მსვლელობის მონაწილე, გიორგი ზვანელი ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძართან, დეკანოზ შალვა კეკელიასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შესახებ სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს.