LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოება

ვიდეო: „ჩვენი ქვეყნის ერთგული ვარ, ვინაა რუსი? ვინც რუსეთის პოლიტიკას ემხრობა, ყველა წყეული იყოს“ – მამა შალვა კეკელია აქციის მონაწილეებს

პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობის პარალელურად ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ბეატრის გაზდელიანი: „ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ჩემ თვალწინ ასეთი რაღაც რომ მოხდა, მართლა არ ვიცოდი, რა მექნა… ყველაზე მეტად ის მწყინს, ვიღაც ქალები რომ წერენ, უპატრონოა, მისი მშობლები სად არიანო…“

„ფხიზელიც იმავეს გავაკეთებდი, როცა რობოკოპები ჩემკენ „დუბინკებით“ მოდიოდნენ, არ მეშინოდა. ამას იქაც ვამბობდი, არ მეშინია, მოდით-მეთქი...“

მანანა აბრამიშვილი: „სირცხვილი ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე მიზანმიმართულად იშვერს ხელს რუსთაველის თეატრისკენ… ჩემი პოზიციის გამო, ეს დღეები საოცარი ბულინგის ქვეშ ვიყავი. მაგინებდნენ, სიკვდილს მისურვებდნენ, მამცირებდნენ…“

„ხომ ამბობენ, ამ ხელისუფლებას 12 წელი ნაციონალური მოძრაობა ჰყავს ოპოზიციაში და ამიტომ იმარჯვებენო. ამ აზრს კატეგორიულად არ ვემხრობი. იმიტომ იმარჯვებენ, რომ ქვეყანა ძალიან სწორი კურსით მიჰყავთ“

მარტა ბარამიძე: „ხალხი ყოველგვარი ლიდერების გარეშე ვდგავართ. ჩვენ არ გვხელმძღვანელობს რომელიმე პოლიტიკური პარტია, ეს მოქალაქეების აქციაა…“

„შეუძლებელია, არ იყო იმედიანად, ეს სიმართლისა და ბოროტების ბრძოლაა...“

ვიდეო: „ეკლესიაში მოგვივარდნენ – „მოღალატეებო, ეკლესიის, ქვეყნის მტრებო გამოდითო“… კომუნისტების დროს ხდებოდა ეგრე, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა… აი, რატომ მეძახიან ქვეყნის მოღალატეს? რა გავაკეთე ისეთი?!“ – მამა შალვა კეკელია

სასულიერო პირი ამბობს, რომ აღნიშნულმა პირებმა მათ ეკლესიის და ქვეყნის მტრები უწოდეს.

ვიდეო: „ერთ-ერთმა რობოკოპმა მოინდომა თამაში და შემომცხო დუბინკა ცხვირში, ძვლები მაქვს ჩამტვრეული, ცხვირის ღია ჭრილობა და ტვინის შერყევა“ – აქციაზე დაკავებულ ავთანდილ ტიტვინიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

ტიტვინიძემ, რომელმაც დაკავების შემდეგ ფიზიკური დაზიანებები მიიღო და კლინიკაში მოათავსეს, სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ სპეცრაზმელები მას დაკავების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„წინააღმდეგობაც არ გამიწევია, ისე დამაკავეს, ადამიანის მოსაძებნად ვიყავი შესული, უცებ ჩამავლეს ხელი და შემათრიეს, მერე ფიზიკურად გაგვისწორდნენ…“ – მსახიობი გიორგი ნაკაშიძე დაკავების დეტალებზე

მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

პატრიარქი: „ყველა უნდა გაემიჯნოს ძალადობას, მდგომარეობის დაძაბვა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებრიობას! – უმართავი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, უმნიშვნელოვანესია დიალოგი“

„მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოსთვის ვლოცულობ. დღესაც, მუდმივად შევთხოვ უფალს, მოგვცეს გული გონიერი და ლმობიერი.“

„ბევრი რამეა დასაფიქრებელი, რასაც უნდა გაეცეს პასუხი, ასე ადვილად არ შეიძლება. ყველა უნდა დაფიქრდეს, ხალხიც უნდა დაფიქრდეს და რაც მთავარია, ხელისუფლება“ – ქეთი დოლიძე გიორგი ნაკაშიძის მხარდასაჭერად სასამართლოში იმყოფებოდა

მოსამართლემ მსახიობს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ზურა მანჯავიძე: „დიდი შავი წერტილი ჩემთვის ოპოზიციის დასასრულია…“

„ყველამ უნდა დაიოკოს ემოცია, დიალოგის და არგუმენტების მოსმენის რეჟიმში უნდა გადავიდეთ. ის ნუ კი ჰგონიათ, რომ მათი სიტყვა და აზრია ერთადერთი ჭეშმარიტება. ბოლშევიკურ, ფაშისტურ ნარატივს უნდა შეეშვან...“

ირმა სოხაძე: „ამის წარმოდგენაც მზაფრავს და არც ერთ მშობელს არ ვუსურვებ, შვილებს შერცხვეთ მათი! ამაზე დიდი სასჯელი ალბათ არც არსებობს!..“

მომღერალი ირმა სოხაძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მორიგ სტატუსს აქვეყნებს

„პიროტექნიკის სროლა კი არა, მეორე მხრიდან ტყვიამფრქვევს როცა გესვრიან, ან თვითმფრინავიდან გაყრიან ბომბებს და შენ ტყვედ ჩაიგდე ვინმე, არ გაქვს უფლება, ის სცემო და დაამცირო“ – გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე

„ჩვენებს არავინ არ მოუკლავთ ცემაში დროშაზე დადგომისთვის,“ – იხსენებს გადამდგარი გენერალი და იმაზე წუხს, მოქმედი ოფიცრებიდან არავინ არაფერს რომ არ ამბობს.

ვიდეო: „რომ დამიჭირეს იმ პიროვნებამ მუხლი მირტყა, გავხდი ცუდად… გეხვეწებით, ვერ ვსუნთქავ მეთქი, არ აინტერესებდათ, მემუქრებოდნენ გაუპატიურებით, მოკვლით… ვერ ვსუნთქავდი ქალბატონო მოსამართლე“ – რას ჰყვება 4 დეკემბერს აქციაზე დაკავებული ლუკა ბარდაველიძე

ლუკა ბარდაველიძემ სასამართლოზე პროცესზე საპოლიციო ძალების მხრიდან ანგარიშსწორებასა და მუქარაზე ისაუბრა.