LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოება

„რუსების მონები თავადვე ხართ! ჩემი და გენოს მამა-პაპები ყოველთვის იბრძოდნენ ქვეყნის დასაცავად…“ – რას წერს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გენო პეტრიაშვილის მეუღლე, ნინი მშვიდობაძე

ნინი მშვიდობაძე ამბობს, რომ ადამიანების ლანძღვა განსხვავებული აზრის გამო არ შეიძლება.

„დღეს არ შემიძლია მშვიდად ვუყურო როგორ ხელაღებით უსწორდებიან გულანთებულ ბავშვებს, რომლებსაც ჭიანჭველასთვისაც არ დაუდგამთ ფეხი, არ შემიძლია ვუყურო როგორ ართმევენ მათ არჩეულ მომავალს“ – თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, თამუნა კაპანაძე

თამუნა კაპანაძე , რომელიც 11 წელია რაც თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორია, სოციალურ ქსელში წერს, რომ ემიჯნება ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილებას.

„ვაპირებ, რომ მამაჩემის გმირობა გავაგრძელო და მეც შევუერთდე იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩემსავით ფიქრობენ, ყველანი ერთად ჩვენს ქვეყანას ვიცავთ“ – შინდისის გმირის, ემზარ წილოსანის შვილი მასწავლებელთან სკოლაში მომხდარ ინციდენტს იხსენებს

შინდისის გმირის, ემზარ წილოსანის შვილმა - მარიამ წილოსანმა, სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც მოსწავლეების მიმართ, მისი მასწავლებლის შეკითხვებს ეხებოდა, ჟურნალისტებთნ ისაუბრა.

პრეზიდენტი: „შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჩნდა პირველი მერცხალი! ეს კი რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია! სახელმწიფო თქვენ ხართ“

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროს, გიორგი გაბეხაძის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც თანამდებობა დატოვა.

„მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე შსს აკადემიის რექტორს დავტოვო თანამდებობა და სამინისტროს სისტემიდან დავეთხოვო“ – შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროს, გიორგი გაბეხაძე თანამდებობას ტოვებს.
სოფო ტოროშელიძე

სოფო ტოროშელიძე: „ერთმანეთის ასეთი გამეტებული ლანძღვა-გინება და დამცირება… ეს რა უბედურება გვჭირს, ხალხო, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ როდის წყვეტს სწორ მხარეს რომ დადგეს?! კარგი, მე „მედროვე“ ვარ, ისინი რატომ ათრია ხალხმა? სპეცრაზმელებისგან პასუხს რომ ვითხოვთ ფიზიკური საშინელი ძალადობისთვის, ვერბალური და მორალური ძალადობა არ ითვლება ძალადობად?!“

„ვისწავლოთ, პირველ რიგში, ერთმანეთის პატივისცემა, თანადგომა, ღირსება. ეს გვაქვს სასწავლი, პირველ რიგში, და ახალ სახლს აუცილებლად ავაშენებთ“ - წერს მუსიკოსი.

მიხეილ სარჯველაძე: „არავითარი გამართლება არ გააჩნია ძალადობას, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის. გასული დღე-ღამის განმავლობაში, აქციებიდან, კლინიკებში 37 ადამიანი გადავიყვანეთ“

მისი თქმით, სამინისტრო საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში აწვდის, იმის შესახებ, თუ რა სახის სამედიცინო მომსახურება გაეწიათ დაშავებულებს,  მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით.

მიხეილ სარჯველაძე: „ C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება ზუსტად იმავე ფორმატითა და შინაარსით, როგორც ამ დრომდე იყო“

ჯანდაცვის მინისტრი C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის შეწყვეტასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

მიხეილ სარჯველაძე: „მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ადამიანი და მისი ჯანმრთელობა იქნება მთავარი ამოცანა და მიზანი, ყველა სახელმწიფო პროგრამის ფუნქციონირებისთვის“

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, თითოეული ადამიანი სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი იქნება.

დათო გორგილაძე: „ჩემი სინდისის საზღვრებს სცდება მოცემულ ვითარებაში ლექციების ჩატარება – მაშინ, როცა მოძალადე ხელისუფლება ქუჩებში სტუდენტებს ასისხლიანებს და თავისუფლებას ართმევს, აუდიტორიაში ამბის თხრობაზე, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე ვერ ვილაპარაკებ“

„რადგანაც ვერცერთი პროფესიული უნარი და ჩვევა საკუთარი მნიშვნელობით ვერ მიუახლოვდება ყველაზე მნიშვნელოვანს - თავისუფლების განცდას.“ - წერს დათო გორგილაძე.
იზა ომაძე

„ამ ქვეყანაში ჩვენი შვილების მომავალი დაუცველია, შვილებს ქუჩაში გვიხვრეტენ! მოვლენები, რომელიც დღეს ყველა ქალაქში ვითარდება, სულის ამოძახილია, დაგროვილი უსამართლობა ნიაღვრად იქცა, გონივრული გამოსავალი თუ არ იქნა მოფიქრებული, კარგს არაფერს გვიქადის“ – იზა ომაძე

„სამართალს გვართმევენ! ქვეყანას კურსს უცვლიან! არჩევნებს გვიყალბებენ… სია უსასრულოა“ - წერს ნიკო კვარაცხელიას დედა.
რატი დურგლიშვილი

„ვიდეო ასახავს ჩემს, ჩვენს განვლილ ცხოვრებას 9 აპრილიდან დღემდე და ამის მიზეზი ჩვენი „დიდებული“ და, რაც მთავარია, ქრისტიანული სახელმწიფო დიდი რუსეთია, ვიდეო, რომელიც ჩემთან ერთად დაბერდება“ – რა კადრებს ავრცელებს რატი დურგლიშვილი

„ყველანაირი დესტაბილიზაციის, ყველანაირი უარყოფითის და შიშის დანერგვის ქვეყანა, რომელიც მუდამ ომით იმუქრება“ - წერს რატი დურგლიშვილი.