მაკა რაზმაძე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ანრი ჯოხაძის გუშინდელი საახალწლო საღამოდან საუკეთესო ნომრებია შეკრებილი. ვიდეოში ჩანს, როგორ უკრავენ ტაშს მომღერალს ტელევიზიის პროდიუსერები და გადაცემაზე მომუშავე ჟურნალისტები.
ანრი ჯოხაძის სოლოკონცერტმა სიუპრიზებით ჩაიარა. მომღერალმა ნატო გელაშვილის ცნობილი სიმღერის ,,აყვავდება როცა ნუში” საკუთარი ვერსია შემოგვთავაზა და მაყურებელთა გულები მოიგო.
„დილა მშვიდობისა“ ნატო გელაშვილის შემოქმედებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერაა, რომელიც მან „მიმღერეს“ საახალწლო გადაცემაში შვილებთან, გიორგისა და ლუკასთან ერთად შეასრულა.