LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოც. ქსელები

„თურმე როგორ გყვარებიათ ერთმანეთი და როგორი ჯიუტი ყოფილა დედაჩემი, ორჯერ მოვიტაცე და ორჯერვე არ დარჩაო, ცოლად არ გაჰყვა, მე სამშობიაროში დამტოვა და მერე უკვე ცოლიან ბადრის ჩუმად მაინც ხვდებოდა და რომანი ჰქონდათ სანამ გათხოვდებოდა“ – ცისნამი საყვარლიშვილის შეხვედრა ბიოლოგიურ მამასთან და მიმართვა დედას

ცისანმის გულშემატკივრებისთვის ცნობილია, რომ ქართველი ემიგრანტი წლების განმავლობაში ეძებდა ბიოლოგიურ დედას, თუმცა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რადგან დედამ ურთიერთობის აღდგენაზე უარი თქვა.

გიორგი ქოჩორაშვილი: წელი, რომელიც უკან გვრჩება, სავსე იყო სიხარულით და დაუვიწყარი მომენტებით, ასევე იყო ცრემლების და გამოწვევების წელი, ჩვენი გამძლეობის გამოცდის წელი – ჩემი გული ჩემს ხალხთანაა – მათთან, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის

„ეს ბრძოლა მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნელობის არ არის, ეს ღირსებისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაა.“

გია ხუხაშვილი: ადამიანმა გუშინაც თუ ვერ დაინახა სად არის რეალური ქართული, ტრადიციული, სიყვარულით სავსე ერთობა, იმას არ ესმის, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, რომელიც განსხეულდა ხალხით გადაჭედილ რუსთაველში

ახალი წლის ღამეს გამართულ აქციას, რა დროსაც მოქალაქეები 2025 წელს, რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ, სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილი ეხმაურება

„გუშინ მათი წერილი დავდე… ხოდა ისეთი მაგარი თოვლის ბაბუები და თოვლის ბებოები გამოვდექით, რომ 12 000 ლარი შევაგროვეთ ერთ დღეში“ – რა ინფორმაციას ავრცელებს სანდრო ელოშვილი

სანდრო ელოშვილი საზოგადოებას კიდევ ერთი ქველმოქმედების შესახებ აწვდის ინფორმაციას.

„ბოლოს საკუთარ კონცერტზე ვნახე, თითქოს ენერგია არ ჰქონდა..ბოლომდე ვეღარ დარჩა და ცოტა მეწყინა რომ არ იყო ბოლომდე, დილით ეს პოსტი დამხვდა..“ – რას წერს სტეფანე მღებრიშვილი გიორგი ლაფერაშვილზე

სტეფანე მღებრიშვილი გიორგი ლაფერაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სოფიო ხუნწარია: „არც არაფერს ვიტყვი, ყველამ იცით, როგორი ლაფერაც გვყავს, „გვყავდას“ არ ვწერ, უბრალოდ იცოდეთ, რომ მისი წილი ბრძოლა ჩვენი პასუხისმგებლობა გახდა! ამ წელს მის წასვლას არ ვაპატიებ“

გიორგი ლაფერაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში სოფიო ხუნწარია ეხმაურება.

„ამ დრომდე ხომ სულ მხვდებიან ადამიანები, ვინც მეუბნება ჩემი შვილი/შვილიშვილი/მე თვითონ შოთიკოსთან მეგობრები ვიყავითო! ჰოდა გუშინ ერთმა კარგმა კაცმა მომიყვა საოცარი ისტორია…“ – ბუკა პეტრიაშვილი

„ერთადერთ, უფრო სწორად ორ რამეს ვისურვებ: არავის ამ ქვეყნად, ხაზს ვუსვამ - არავის!!!!! შეხვდეს 2025 წელს ჩვენნაირი განსაცდელი! და მეორე - იყავი ჩემო შოთია ბედნიერი სადაც ხარ!“

„ბოლო წლებში რეგიონებში ძალიან ღრმად შევიდა ქურდული მენტალიტეტი, არაერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდის მანქანის ფანჯარაზე მინახავს საშვი… ბოლნისში გაღიზიანებული ადამიანები გადავიდნენ თავიანთ მეთოდებზე…“ – რას წერს სამირა ბაირამოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორი მოზარდის დაღუპვის საქმეზე დაკავებულია მძღოლი, 21 წლის პირი.

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ახალ წელს შევხვდები ციხესთან, ჩემს პატარა მეგობრებთან! დღეს, ბოლო ერთ წუთს ავითვლი მათ დედებთან ერთად! მადლობის ნიშნად ჩავეხუტები თითოეულ მათგანს!“

„2024 წელს გავიგე რას ნიშნავს სიტყვა თანამებრძოლი!“

„მინდა იცოდეთ, რა მოხდება იანვრიდან დაწყებული, თუ ხელისუფლება არ შეიცვალა“ – რას წერს გია ხუხაშვილი

„დასავლეთი არ ცნობს არსებულ ხელისუფლებას. შესაბამისად, მისი ლეგიტიმაციის ძირითადი წყარო იქნება რუსეთი“

„უნდა გვესმოდეს, რომ ახალი წლის აღსანიშნავად კი არა, ახალი წლის მიუხედავად გავდივართ. ეს არის მთავარი. ამიტომ არავითარი ალკოჰოლი“ – კარდიოლოგი გიორგი პოპიაშვილი

პოსტს გიორგი პოპიაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს,

ქუთაისელი ბავშვების წერილი თოვლის ბაბუას, რომელსაც სანდრო ელოშვილი აქვეყნებს: „ამის წაკითხვის შემდეგ, ცრემლი რომ უნდა შევიშროთ თვალზე და სასწაულებად გადავიქცეთ, აი… იმ თოვლის ბაბუას!..“

ვითომ ერთი ნაჭერი გოზინაყი მოვაკელით ჩვენს სუფრას, ერთი პატარა სათამაშო გამოვაცალეთ ნაძვის ხეს...
ცისნამი საყვარლიშვილი

„მამამ მიმიღო, მაღიარა, ეს ძალიან მჭირდებოდა… ამ დღეს 37 წელი ველოდი, მე თუ შევძელი ჩემი მშობლების პატიება, ვიმედოვნებ, შენც შეძლებ, ჩემს შვილს ვთხოვ, რომ მაპატიოს“ – ცისნამი საყვარლიშვილი, რომელმაც ბიოლოგიური მშობლები იპოვა, შვილს მიმართავს

„ვგრძნობ ნელ-ნელა როგორ დაიწყო ჩემმა ტრავმებმა განკურნება და ჭრილობებმა შეხორცება. სიცარიელეც ივსება. მათ მე დიდი სიყვარული და სითბო მაჩუქეს. მადლიერი ვარ“ - წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

„ჩვენმა ქართლელამ ურთულესი გზა გამოიარა, ჯერ კიდევ ზონდით იკვებება და ტრაქეოსტომული მილი უდგას, დანახარჯი თვეში დაახლოებით 16 000 ლარს შეადგენს“ – ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებულ ანა ქართლელიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას მისი მეგობრები და ახლობლები ავრცელებენ.