LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოც. ქსელები

„ვრცელდება ხმები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, რასაც ვადასტურებ…არ საჩივრდება გოზინაყის სავალდებულობა!“ – რაზე წერს მამუკა მდინარაძე.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ხელისუფლება აპირებს 30 დეკემბრიდან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.

ქეთი წიქვაძე: „რას ემსახურება მოწოდებები: „გაიფიცე“, „წამოდი სამსახურიდან“? ძალადობა იგმობა, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური და მორალური!..“

თანადგომის, სოლიდარობის და გაერთიანების მოთხოვნა გასაგები და მისაღებია, თუ ეს არ სცდება თხოვნის ნორმებს და არ გადადის ბულინგში და ძალადობაში...

მედეა ზირაქაშვილი: „შეწყვიტეთ ძალადობა, დაისაჯონ მოძალადეები, მოგვეცით არჩევანის უფლება, არა, რუსეთს! გონს მოდით, ჯერ არ არის გვიან….“

როგორი კონტრასტია ნიღბებს ამოფარებული ძალოვნების ქცევებს, „შემართებას“ , „გამბედაობასა“ და იმავე, მხოლოდ ნიღაბჩამოგლეჯილი ძალოვნების ქმედებებს შორის...

ვიდეო: „ძალიან ცდილობთ დაშინებას, თუმცა არაფერი გამოგივათ“ – გიორგი ნაზღაიძის განცხადებით, მის სახლის კარს საღებავი შეასხეს

„ჩვენ არ დავნებდებით, რადგან გამარჯვებამდე ძალიან ცოტა რჩება“

პედიატრ კოტე ჩახუნაშვილის წერილი იზოლატორიდან: „ადამიანი, რომელიც ადვოკატს პირველ რიგში ჩვენთან აბარებს რომ მის სტუდენტებსა და პაციენტებზე ვიზრუნოთ…“

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კოტე ჩახუნაშვილი სამართალდამცავებმა პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ნუცა ბუზალაძე: მე, როგორც საქართველოს მოქალაქე და ჩემი ქვეყნის ერთგული გულშემატკივარი, ვგმობ ნებისმიერი სახის ძალადობას მშვიდობიანი მოქალაქეების, სამართალდამცავების, ჟურნალისტებისა თუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა მიმართ, არანაირი მიზანი არ ამართლებს ძალადობას!

„ჩემს თანამემამულეებს ვუსურვებ პირველ რიგში მშვიდობას და ევროპისკენ ღირსეულ წინსვლას!“

ინგა გრიგოლია გიორგი ქოჩორაშვილის მამას მიმართავს: „რა შვილი გაგიზრდიათ!.. ქოჩორა, ღირსეული კაცი! თქვა ღიად და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე!!“

ინგა გრიგოლია აზიარებს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის სტატუსს საქართველოში მიმდინარე მოვლენების თაობაზე...

შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე, თეა აბაშმაძე მიმართვას ავრცელებს: „ქალებმა უნდა ავიმაღლოთ ხმა და ოჯახის ის წევრი, რომელიც ახლა ამ ყველაფერში მონაწილეობს, ან თუნდაც ხმას არ იღებს და აგრძელებს ამ რეჟიმთან მუშაობას, უნდა შევაჩეროთ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ვერც თქვენ ვეღარ გააგრძელებთ მშვიდ ცხოვრებას, ასეთ ეგოისტ და სასტიკ ადამიანთან…“

ამ ჩართვამდე რამდენიმე წუთით ადრე, მე და ჩემი შვილი შევესწარით, თუ რა სასტიკად სცემეს ადამიანი, ფეხებით შედგნენ უმოწყალოდ.

ნატალია ქუთათელაძე: „აჩი და მთელი მისი ოჯახი ყოველთვის გამოირჩეოდნენ ყველაზე მთავარი თვისებით, ადამიანობით და გულწრფელობით… რა სევდიანია და როგორი ადამიანური მისი დამოკიდებულება…“

ნატალია ქუთათელაძე აჩი არველაძის ინტერვიუს ეხმაურება...

„რა გვესპექტაკლება? რა გვენაძვისხეება? რა გვეშველება?“ – როგორ ეხმაურება რუსკა მაყაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს

ცნობისთვის, რუსკა მაყაშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ გასულ კვირას დატოვა.

„შოთი! ყველგან ჩემთან ერთად ხარ მამა! არსად არ წავალ აქედან, სანამ ისეთ ქვეყნად არ დალაგდება საქართველო, როგორიც შენს სადღეგრძელოებში და ცეკვაშია… იცოდეთ, ცემის და დაჭერის კი არა, სიკვდილისაც კი აღარ მეშინია“- ბუკა პეტრიაშვილი

როგორც პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ცემის და დაჭერის კი არა, სიკვდილისაც კი აღარ ეშინია.

გიორგი ლორია: „ეს არაფერში ჯდება, ასე გამეტებით და ზიზღით როგორ ურტყამ!.. სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული”

მისი თქმით, სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული.

დიახ, ზურას გერმანიაში მკურნალობა ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა. ამისთვის პირადად მიიღო ჩვენი ოჯახისგან მადლობა.. ჩემი სახალხო პაპა მთელი ცხოვრება თავს ვალში გრძნობდა ბიძინა ივანიშვილთან, 90-იანებში რომ სული არ გაგვძვრა შიმშილით.. მჯერა, რომ დღეს ზურა და გივი ბერიკაშვილები ხალხის მხარეს იდგებოდნენ! –  რას წერს ანო მაისურაძე

„დაგმობდნენ ამ არაადამიანობას და იმ სიყვარულს რაც ხალხს მათ მიმართ ჰქონდა და აქვს, გულწრფელ, მამაც და პატრიოტ ადამიანებს ერთი ასად დაუბრუნებდნენ. არ ვიყიდებით!“

„გამოიძიეთ ყველა იმ პირის ვინაობა, ვინც სისასტიკითა და ძალადობით დაესხა თავს მოქალაქეებს და ჟურნალისტებს და უზრუნველყავით მათი კანონის შესაბამისად დასჯა“ – რას წერს ქეთო თოფურიძე

„მომღერალ ნინი ბადურაშვილის და, ქეთო თოფურიძე სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ ოპერატორზე თავდასხმის ვიდეოს აქვეყნებს“

„ჩემი მეგობარი მახარას გახეთქილი თავის დანახვა ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის, ჩემი ბავშვობის მეგობარი გურამი მე და ჩემს მუცლად მყოფ შვილს, ფიზიკურად, ჯანმრთელობის ფასად გვეტკინა…! რა გიმტკიცოთ? რომ „იმედზე“ ვმუშაობთ, თუმცა ადამიანები ვართ?! ვიცი სადაც ვმუშაობ და სულაც არ მრცხვენია ამის!“ – ნანუკა გულუა

„იმას, რაშიც ვიმყოფებით მხარე არ აქვს, რაც ჩვენს თავს ხდება საერთო ჯოჯოხეთია!“