„ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობა“ სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გურიაში სტიქიის ზონაში დარჩენილ მოსახლეობას დახმარება სჭირება.
„მთელი სოფლები განადგურდა, ხეხილი, თხილის და მანდარინის პლანტაციები, საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურა, გზა, გაყვანილობა, ელ. ენერგია, გაზი... არაფერი აღარაა. საუბარია იმაზე, რომ ხალხი საერთოდ გაასახლონ სოფლებიდან“, - წერს სალომე მოისწრაფიშვილი.
ჟურნალისტი მარიამ ჭელიძე, რომელსაც ფილტვთან და გულთან აგრესიული ფორმის მეტასტაზი აქვს, მკურნალობას აგრძელებს და სოციალური ქსელში მორიგი ოპერაციის წარმატებით დასრულების შესახებ წერს.
მისი განცხადებით, „დამსაქმებლები დასაქმებულებს სამსახურიდან დათხოვნით არ უნდა ემუქრებოდნენ, თორემ ისინიც წავლენ ემიგრაციაში და კომპანიის წარმომადგენლებს შემოსავალი სულ გაუქრებათ“.