„ქალბატონ ნინო ნადირაძეს გაძლებას ვუსურვებ და კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ამ რთულ ვითარებაში ინარჩუნებს სიმშვიდეს, პროფესიონალიზმს და კომპეტენტურობას“ - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
„ძალიან ცოტა დრო გაქვთ, რომ თქვენ არ მოგიბრუნდეთ ყველა ერთად.. ძალიან ცოტა დრო გაქვთ, არ გადაიქცეთ „ქართულ ოცნებად“ ადამიანებისთვის, რომლებიც ამდენი წელი თქვენს გვერდით ვიყავით“ - მიმართავს ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაციონალურ მოძრაობას“.
„ჩემთვის მიუღებელია, როცა სნეული ადამიანის ირგვლივ ასეთი რამ ხდება! არაკომპეტენტურობა, არაპროფესიონალიზმი და არაანგარიშვალდებულება! დიახ ეს კლავს სახელმწიფო“ - წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ეხმაურება.