რადიოჰოლდინგი ,,ფორტუნა” განაგრძობს წარმატების მიღწევას ქვეყნის მასშტაბით გამართულ ბიზნესდაჯილდოებაზე. ამჯერად ,,ფორტუნა” წლის ლიდერი კომპანიების რეიტინგში მოხვდა.
საქართველოში ,,შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის” და ,,ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის” ორგანიზებით, 14 დეკემბერს Tbilisi Event Hall-ში ბიზნესდაჯილდოება გაიმართა – სწორედ ამ ღონისძიებაზე მოიპოვა რადიოჰოლდინგმა კიდევ ერთი აღიარება.
დაჯილდოების ცერემონიაზე მცირე და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ქართული ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ.
წლის ლიდერი კომპანიები გახდნენ:
- ახალი ხედვა
- აი-ბი მთიები
- გეორგინა
- რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი
- უნო შუზ
- ავერსი რაციონალი
- ევროლექსი
- კალმატრონ ჯორჯია
- თერმო ცენტრი
- აგროსფერო
- ქართულ – ავსტრიული სკოლა ფესვები
- ი-თი-აი 2000
- სს ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალი
- მეგალითი
- УКРАГРОТЕХНОЛОГИЯ (უკრაინა)
- ДахДомБуд (უკრაინა)
- თაშრე
- ნატალი აკადემი
- ნატალია კვანტალიანის სამედიცინო ცენტრი
- ქართულ-ამერიკული უმაღლესი სასწავლებელი
- საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრი “პროფილი”
- ფორტუნა
- კაპიტან +
- ლუტეცია
ამავე დაჯილდოებაზე დაჯილდოვდნენ პერსონებიც და საქართველოში ეს საპატიო სტატუსი წელს მიიღეს:
- ბუბა კიკაბიძე
- ფრიდონ სულაბერიძე
- ალექსადნრე ჩივაძე
- ვახტანგ ქორიძე
- იმედო კახიანი
ცნობისთვის, ,,ბიზნეს რეიტინგების კავშირი” საქმიანობს 2003 წლიდან აღმ. პარტნიორობის ქვეყნებში. (უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი) “საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგი” კი დაარსდა 2015 წელს. არსებობის მანძილზე “ბიზნეს რეიტინგების კავშირს” ჩატარებული აქვს უკვე 46 დაჯილდოების ცერემონია და 37 ბიზნესფორუმი, მათ შორის 7 დაჯილდოების ცერემონია არის საქართველოში ჩატარებული.
2017 წელს “საქართველოს ნაციონალურმა ბიზნეს რეიტინგმა” მოიპოვა უფლება დააჯილდოვოს კომპანიები “შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის” ეგიდით. ამასთან, ერთად ხდება პერსონების დაჯილდოება. საქართველოში ეს საპატიო სტატუსი მიღებული აქვთ: დავით ნარმანია, ვალერი მელაძე, ელდარ შენგელია, ნონა გაფრინდაშვილი, ჯემალ ჭკუასელი, მაკა ჩიჩუა, ბადრი მაისურაძე.
ამასთან, 2018 წლის 11 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს გადაეცა საერთაშორისო ჯილდო International publico recognitionem- ”საერთაშორისო სახალხო აღიარება”ერთა შორის მშვიდობისყოფასა და მეგობრობის გაღრმავებაში, მისი სიბრძნითა და პირადი ავტორიტეტით შეტანილი წვლილის გამო. აღსანიშნავია, რომ 8 ქვეყნის მასშტაბით ეს იყო პირველი პრეცენდენტი, როდესაც ჯილდო გადაეცა უმაღლესი რანგის სასულიერო პირს.
აღსანიშნავია, რომ ნაციონალური ბიზნეს რეიტინგი – ეს არის საერთაშორისო ბინზეს სარეიტინგო პროგრამა. მისი მთავარი მიზანია, განსაზღვროს ეკონომიკის ლიდერები საწარმოთა შორის, შეაფასოს მათი საქმიანობის ეფექტურობა და შეადგინოს რეიტინგი.
საქართვლოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის მიერ შემუშავებულია საწარმოთა ეფექტური მოქმედების დონის შეფასების მეთოდიკა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივ და უცხოელ მეცნიერთა მიდგომებს. ნაციონალური ბიზნეს რეიტინგები იკვლევს სხვადასხვა ფორმის საკუთრების კომპანიებს, დარგებს და ტერიტორიებს. შეფასების საბოლოო რეზულტატებს წარმოადგენს გაანალიზებული საწარმოს მიმართება ერთ-ერთ ჯგუფთან (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო) გამომდინარე რეიტინგში მათი პოზიციიდან.
ნაციონალური ბიზნეს–რეიტინგები მიჰყვება საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს (ობიექტურობა, გამჭირვალობა, კომპეტენტურობა) საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებს საწარმოთა საქმიანობის შეფასებაში.