LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 გარდაცვლილი და 3 დაშავებული – ავტოავარია თბილისში

481
aa9e50d9a794151140502fbcbca4c36c

დღეს დილას ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ საპატრულო პოლიციას ერთი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკებში გადაიყვანეს.

ექიმების ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

რუსთავი-წითელი ხიდის გზაზე ავარიაში 2 ადამიანი დაიღუპა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები