ქართველი ჯაზ-მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 1 ოქტომბერს ბათუმში, ნინო ქათამაძესთან ერთად, მონოჰოლში წლის ბოლო კონცერტს გამართავს, რის შემდეგაც ნიუ-იორკში ბრუნდება.
ბექა გოჩიაშვილი მადლობას უხდის ქართველ მსმენელს კრიზისისა და პანდემიის დროს გვერდში დგომისთვის.
„1 ოქტომბერს! ამ წლის ჩემი ბოლო კონცერტი მონოჰოლში ნინოსთან ერთად! ამ კონცერტის შემდეგ ვბრუნდები ნიუ-იორკში და მსმენელთან გამოსამშვიდობებელი დადუღება იქნება…. გეპატიჟებით და გირჩევთ ყველას! გამაცილეთ კარგად:))) და დიდი მადლობა ამ კრიზისის და პანდემიის დროს ჩემს ქართველ მსმენელს გვერდში დგომისთვის! მიყვარხართ!“, – წერს ბექა გოჩიაშვილი.