LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 თვეში რუსებმა საქართველოში 34.3 მლნ დოლარამდე დახარჯეს

237
250817350_0_130_1280_854_1920x0_80_0_0_78625eb95c769ba1f3f8ff423135b865

PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და რუსეთისა და ბელარუსის მიმართ სანქციების დაწესების შემდეგ, შეინიშნება საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების სწრაფი შემოდინება რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მარტში, საქართველომ რუსი მოგზაურებისგან 34.3 მლნ დოლარამდე შემოსავალი მიიღო, რაც წინა თვესთან შედარებით 133%-ით მეტია. მარტში 551%-ით გაიზარდა ბელარუსი მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალიც და 29.3 მლნ დოლარს მიაღწია.

„საერთო ჯამში, ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებისგან მიღებულმა შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული მთლიანი შემოსავლების 37% შეადგინა. უკრაინელი მოგზაურებისგან მიღებული გაზრდილი შემოსავლების (40%-ით) მიუხედავად, უკრაინის წილი მთლიან შემოსავლებში 8%-მდე შემცირდა“, – აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები