LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„10 ათასი ადამიანი გვიყურებდა უწყვეტად, ამას ვერ იყიდით ვერასდროს…დღეს მთავარი არხი დაიბადა!“

14667
BeFunky-collage (2)

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ,,მთავარი არხის” ეთერში წარმატებულად გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება და არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას საჯაროდ მადლობას უხდის.

მთავარი საინფორმაციოს დასრულების შემდეგ თანამშრომლებმა პირველი ეთერი საზეიმოდ აღნიშნეს.

https://www.facebook.com/TvMtavari/videos/751841475251697/?__xts__[0]=68.ARADfro4d4JTqyN-Il3eX-PixEYbQLL5cGLI1fBVn4vB7YONu7Lxh5iGZTuCbd3t-h63EuKaZb8xVoLW2t723fsrWZfFo6ysEiEiojrvyuS0Yfh0sMPVLlrRYarx-4MLERpkRazdznPQ3ZefGLR-TANxfdamaFjcQwDlqn9sdMmUkne3KfbQtTT7MVRtaFLe4-Wv5w_6aW2eWxskzlKo_ynsXzbPZEWr1pG57t9Mf0fQ9VyYUbtgr5xg6EK-o26L7Qi1S8I-x3z6_F9j_0nbautFwiDSfFEjw8cjRD2LBYM048kFgH2GOoAtvnkBuCdh3IMj0AJDFPsetXUn5VDljMe3MLrHjZux&__tn__=-R

,,სამ კვირაში ამ შედეგის დადება მხოლოდ იდეალისტებს და გიჟებს შეუძლიათ. თან როცა მანამდე ღია ცის ქვეშ ხარ, ყველაფრის გარეშე, მაგრამ რაც მთავარია საიმედო ადამიანებთან ერთად.
ამ დროს ყველაზე მთავარია მთავარიც, რომელიც იყო Nika Gvaramia ✌? ხომ გითხარი ერთხელ უკვე, შენთან ერთად ომში წამოვალ.

ამ ყველაფერში მთავარი ხართ თქვენ! ადამიანები! ჩვენი მაყურებლები!

2019.09.9.9 დღეს მთავარი არხი დაიბადა!”- წერს ნანუკა

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10157557919289350&set=a.10150249613529350&type=3&theater

მთავარი არხმა მაუწყებლობა დაპირებისამებრ 9 სექტემბერს 9 საათზე საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო. მთავარი საინფორმაციო კურიერის მსგავსად დიანა ჯოჯუასა და პაატა იაკობაშვილს მიჰყავდათ.

„მთავარი არხი" ეთერშია

მთავარი არხმა მაუწყებლობა დაპირებისამებრ 9 სექტემბერს 9 საათზე საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო.

მთავარი არხის ეთერში გასვლას არაერთი გამოხმაურება მოყვა სოციალურ ქსელში, როგორც არხის თანამშრომლების , ისე რიგითი მაყურებლების მხრიდან.

,,ეს მთავარი არხი ვართ” – წერს ვასო ფხაკაძე

“მთავარი არხი ეთერშია ✌
ყოჩაღ Nika Gvaramia
გილოცავთ მთელ გუნდს” – წერს საქართელოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა

უკვე ამუშავებულია “მთავარი არხის” გვერდი ფეისბუკზე, რომელსაც 150 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. ოფიციალური გვერდიდან გუშინ გავრცელდა მთავარი არხის ახალი ანონსიც. ვიდეოში ყველა ის ცნობილი სახეა წარმოდგენილი, რომლებიც “რუსთავი 2”-დან ახალ არხზე გადავიდა.

რატომ უნდა უყუროთ მთავარს? – ნიკა გვარამია ისევ ეთერში ჯდება 

როგორც არხის დამფუძნებელმა განმარტა, მაგთის ტელევიზიაში მთავარი არხის პოვნა შეგიძლიათ 55-ე ღილაკზე; მაგთისატი – 112-ე ღილაკი; სილქნეტი – 281-ე ღილაკი;სახლის ანტენა (მეორე მუქსი) – 23-ე ღილაკი.

ტელეკომპანია დროებით „იბერიის“ შენობაში განთავსდა. „რუსთავი 2“-დან წასულ იუმორისტთა ჯგუფს უკვე დაეწყო გადაცემების დაგეგმვის პერიოდი ახალ „მთავარ არხზე“. შეგახსენებთ, რომ „კომედი შოუს“ 50-კაციან გუნდს 13 სახე გამოაკლდა, მათ შორის არიან ვანო ჯავახიშვილი, ვასო ფხაკაძე, ნიკა გრიგოლია, თამარ ლეკვეიშვილი, თათია სულუაშვილი და სხვები.

გვარამიამ არხის შექმნა მას შემდეგ დააანონსა, რაც ტელეკომპანიის ახალმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა გაათავისუფლა.

“სანამ დრო გაქვთ, იპარპაშეთ” – როდიდან გავა ეთერში მთავარი არხი?

ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს ტელეკომპანია იბერიის მფლობელებთან აწარმოებს.ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2 მას შემდეგ გადაიფორმა, რაც სტრასბურგის სასამართლომ დროებითი შეჩერების მექანიზმი გააუქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები