მთავარი არხი ეთერში სექტემბრიდან გავა. ინფორმაციას ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზია სახელწოდებით, "მთავარი არხი" რეესტრში 17 აგვისტოს დაარეგისტრირა
მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება! - გვარამიამ "მთავარი არხის" ლოგო გამოაქვეყნა
ის სხვა ტელევიზიებსაც მიმართავს:
“სხვა ტელევიზიებს: სანამ დრო გაქვთ, იპარპაშეთ
დრო ძაან ცოტაა. სექტემბერში სხვა იქნება მთავარი არხი და მორჩება პარპაში
მოკლედ: სექტემბრიდან ეთერში – მთავარი არხი. ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება,” – წერს ნიკა გვარამია.
“რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ იურიდიულად ახალი ტელეარხი “მთავარი არხი” 17 აგვისტოს დააფუძნა.