LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ვიწყებთ!ძალიან მალე ეთერში!“ – ნიკა გვარამიამ “მთავარი არხი” დააფუძნა

1398
nikagvaramia-news198-2019-08-01-11-37-21-225344

“რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ იურიდიულად უკვე დააფუძნა ახალი ტელეარხი და მას შპს “მთავარი არხი” ჰქვია. ამის შესახებ თავად გვარამია ავრცელებს ინფორმაციას სოციალურ ქსელში.

არხის 51%-ის წილის მფლობელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა, 49%-ს კი კახაბერ ანჯაფარიძე ფლობს. ანჯაფარიძე ასევე არის შპს “ინტერმედია პლუსის” მეწილე.

სამოქალაქო რეესტრის ამონაწერში, რომელსაც გვარამია თავად ავრცელებს, წერია, რომ შპს “მთავარი არხის” დირექტორად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულები არიან “რუსთავი 2-ის” იურისტები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი, ფინანსური დირექტორი კი ირაკლი ნიჟარაძეა.

“მაშ ასე, ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა. საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე, თქვენი მონა მორჩილი ?

წილების ეს კომპიზიცია დროებითია და პირობითი. მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირის და, თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზე თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში.

მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ! ძალიან მალე ეთერში! უფრო ადრე, ვიდრე გგონიათ” – წერს გვარამია

შპს “მთავარი არხი” 2019 წლის მარტში დაფუძნდა და მისი სახელი შპს “კომედი არხი” იყო, 100%-იან წილს კი კახაბერ ანჯაფარიძე ფლობდა.

კახაბერ ანჯაფარიძემ “მთავარი არხის” წილის 51% უსასყიდლოდ გადასცა ნიკა გვარამიას. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ კომპანიის საქმიანობის მთავარი საგანი არის მაუწყებლობა, მას კი არ გააჩნია ამისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ფინანსები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g