LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„10 ბავშვიდან 5-6 ბავშვს მეტყველების ან ქცევის პრობლემა აქვს“ – ბავშვთა ფსიქოლოგი ირინა ნიკოლაიშვილი 

719
ირინა-ნიკოლაიშვილი

რა დროს და რა შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ, რომ ბავშვი ლაპარაკის დაწყებას აგვიანებს. ამ და სხვა საინტერესო კითხვებს ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ბავშვთა ფსიქოლოგმა ირინა ნიკოლაიშვილმა უპასუხა:

„დღის განმავლობაში 10 სხვადასხვა ადამიანს ვხვდები, 10 სხვადასხვა ისტორიას ვისმენ, თითოეულ დეტალთან დაკავშირებით უამრავ კითხვას ვსვამ და საუბრის ბოლოს ვისმენ ფრაზებს: „მე რომ ეს მცოდნოდა“, „ამასთან შეხება რომ მქონოდა, გაცილებით ადრე დავიწყებდი ზრუნვას“ და ა. შ. ხშირად მშობელი, რომელიც 3-4 წლის ასაკში ბავშვისგან მეტყველებას ითხოვს, კითხვებზე, ჰქონდა თუ არა ბავშვს რაიმე ბგერები, ახმოვანებდა თუ არა გარკვეულ ხმებს, გბაძავდათ თუ არა, ამბობს, რომ მსგავსი არაფერი ახსენდება.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მეტყველება ერთ მშვენიერ დღეს არ იწყება. მეტყველებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს: საარტიკულაციო აპარატის მზაობას, პირის აპარატის მზაობას, ლაგმის არსებობას, ენის ფორმას, სასის სიმაღლეს. თუ ბავშვს ლაგამი დაბმული აქვს, იქ მეტყველება თავისთავად დაიგვიანებს. შემდეგ მივდივართ სამშობიაროში, ვიგებთ, როგორ იქნა ეს ბავშვი შეფასებული, რატომ გამოატანეს მშობლებს ბავშვი ასეთ მდგომარეობაში, რატომ არ იყო აღნიშნული ეს დეტალი, რომ მალევე მომხდარიყო შესაბამისი ჩარევა. ძალიან მაშფოთებს ის ფაქტი, რომ დღევანდელი თაობა, რომელიც შვილოსნობისთვის ემზადება, არანაირად არ არის ინფორმირებული იმ სავალალო შედეგებზე, რომელიც მათ გართობას სდევს.

როგორ ავალაპარაკოთ ბავშვი, თუ მან მეტყველება დააგვიანა – ირინა ნიკოლაიშვილის რჩევები მშობლებს

თითქმის 30 წელია, რაც ამ საქმიანობით ვარ დაკავებული და თუ ჩემი საქმიანობის დასაწყისში 1-2 შემთხვევა მყავდა პაციენტების, რომელთაც მეტყველების თუ მენტალური შეფერხება ჰქონდათ, ახლა 10 ბავშვიდან 5-6 ბავშვთან მეტყველების ან ქცევის თერაპიით ვარ დაკავებული. ეს ყველაფერი კი არაჯანმრთელმა ფეხმძიმობის რიტმმა მოიტანა. მშობლები არ არიან ინფორმირებულები, არ იციან, თუ რა კვალს ტოვებს ახალგაზრდობაში მიღებული სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები, ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლი, ტრანკვილიზატორები და ა.შ.

ძალიან მაშფოთებს ახალგაზრდა გოგონების მიერ არყის მოხმარება, რადგან ეს სასმელი საოცრად მოქმედებს ფსიქიკაზე, მით უმეტეს, იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც ისინი იღებენ. მათ არ აქვთ ინფორმაცია, რა სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს, რომ ამან შეიძლება ხელი შეუშალოს მათ სრულფასოვანი, ჯანმრთელი შვილის ყოლაში“ –  განაცხადა ფსიქოლოგმა.

როცა ბავშვი ლაპარაკს აგვიანებს, ფრაზები „მამამისიც ასე იყო“ და „დაველოდოთ“, არის  შეცდომა –  ირინა ნიკოლაიშვილი

ფსიქოლოგი ირინა ნიკოლაიშვილი: „უფროსი თაობა საერთოდ არ ფლობს ინფორმაციას, რა დღეში არიან მათი შვილები…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g